(1) [ბიუჯეტი] სპეციალური კავშირის შემოსავალი და ხარჯები სამართლიანად და გამჭვირვალედ აისახება ორგანიზაციის ბიუჯეტში.

(2) [ბიუჯეტის დაფინანსების წყაროები] სპეციალური კავშირი შემოსავლებს იღებს შემდეგი წყაროებიდან:

(i) 7 (1) და (2)  მუხლის  შესაბამისად მიღებული მოსაკრებლები;

(ii) საერთაშორისო ბიუროს პუბლიკაციების გაყიდვიდან ან ჰონორარის სახით მიღებული შემოსავლები;

(iii) საჩუქრები, ანდერძით დატოვებული სახსრები და სუბსიდიები;

(iv) ქირა, ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი და სხვა, მათ შორის, სხვადასხვა შემოსავალი;

(v) ხელშემკვრელი მხარეების სპეციალური შენატანები ან ნებისმიერი ალტერნატიული  სახსრები, მიღებული ხელშემკვრელი მხარეებისგან ან ბენეფიციარებისგან, ან ორივესგან, თუ, და იმ მოცულობით, რა მოცულობითაც (i)-დან (iv) პუნქტებში მითითებული წყაროებიდან მიღებული სახსრები საკმარისი არ არის ხარჯების დასაფარად, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ასამბლეა.

(3) [მოსაკრებლების განსაზღვრა; ბიუჯეტის დონე] (a) (2) პუნქტში მითითებული მოსაკრებლების ოდენობებს განსაზღვრავს ასამბლეა გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე ისეთი წესით, რომ (2) პუნქტში მითითებული სხვა წყაროებიდან მიღებულ შემოსავალთან ერთად, სპეციალური კავშირის შემოსავალი, ნორმალურ პირობებში, საკმარისი იყოს საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო სარეგისტრაციო სამსახურის ფუნქციონირების ხარჯების დასაფარად.

(b) თუ ორგანიზაციის პროგრამა და ბიუჯეტი არ იქნა მიღებული ახალი ფინანსური პერიოდის დაწყებამდე, გენერალური დირექტორის უფლებამოსილება, იკისროს ვალდებულებები და განახორციელოს გადახდები, იქნება იმავე დონეზე, როგორც წინა ფინანსურ პერიოდში.

(4) [მე-(2)(v) პუნქტში მითითებული სპეციალური შენატანების განსაზღვრა] თავისი შენატანის განსაზღვრის მიზნით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე მიეკუთვნება იმავე კლასს, რომელსაც ის ეკუთვნის პარიზის კონვენციის კონტექსტში, ან, თუ ის არ წარმოადგენს პარიზის კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს – იმ კლასს, რომელსაც ის მიეკუთვნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა პარიზის კონვენციის ხელშემკვრელი მხარე. თუ ასამბლეა ერთსულოვნად არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, ჩაითვლება, რომ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები მიეკუთვნებიან შენატანების I (პირველ) კლასს. შენატანი ნაწილობრივ გამოანგარიშებულ იქნება ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილი რეგისტრაციების რაოდენობის მიხედვით, ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად.

(5) [სამუშაო კაპიტალის ფონდი] სპეციალურ კავშირს აქვს სამუშაო კაპიტალის ფონდი, რომელიც იქმნება სპეციალური კავშირის თითოეული წევრის მიერ წინასწარ განხორციელებული გადახდებით, სპეციალური კავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად. თუ ფონდის სახსრები არასაკმარისი გახდება, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაზრდის შესახებ. პროპორციას და გადახდის პირობებს ადგენს ასამბლეა გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე. თუ რომელიმე ფინანსურ პერიოდში, სპეციალური კავშირის შემოსავლები ხარჯებს გადააჭარბებს, სამუშაო კაპიტალის ფონდში საავანსო გადახდები შეიძლება დაუბრუნდეს თითოეულ წევრს მათ მიერ განხორციელებული საწყისი გადახდების პროპორციულად, გენერალური დირექტორის წინადადების საფუძველზე და ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად.

(6) [ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საავანსო გადახდები]

(a) შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმებაში იმ სახელმწიფოსთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს თავისი შტაბ-ბინა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ როდესაც საბრუნავი კაპიტალის ფონდი არასაკმარისია, ეს სახელმწიფო გასცემს ავანსებს. ამ ავანსების ოდენობა და მათი გაცემის პირობები თითოეულ შემთხვევაში წარმოადგენს  ამ სახელმწიფოსა და ორგანიზაციას შორის  ცალკე შეთანხმების საგანს.

(b) (a) ქვეპუნქტში მითითებულ სახელმწიფოს და ორგანიზაციას უფლება აქვს წერილობითი შეტყობინების გზით განახორციელოს ავანსების გაცემის ვალდებულების დენონსირება. დენონსაცია ძალაში შედის იმ წლის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, როდესაც გაიგზავნა შეტყობინება.

(7) [ფინანსური ანგარიშების აუდიტი] ფინანსური ანგარიშების აუდიტი განხორციელდება სპეციალური კავშირის ერთი ან რამდენიმე  წევრი სახელმწიფოს ან გარე აუდიტორის მიერ, როგორც ეს გათვალისწინებულია ორგანიზაციის ფინანსური რეგლამენტით.  ისინი, მათივე თანხმობით, ინიშნებიან ასამბლეის მიე