(1) [კომპოზიცია]
(a) ხელშემკვრელი მხარეები წარმოადგენენ იმავე ასამბლეის წევრებს, რომლის წევრებიც არიან 1967 წლის აქტის მონაწილე სახელმწიფოები;
(b) თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარმოდგენილი იქნება ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება დახმარება გაუწიონ მოადგილეებმა, მრჩევლებმა და ექსპერტებმა;
(c) თითოეული დელეგაცია თავად დაფარავს თავის ხარჯებს.
(2) [ამოცანები]
(a) ასამბლეა:
(i) განიხილავს ყველა საკითხს, რომელიც შეეხება სპეციალური კავშირის ფუნქციონირებასა და განვითარებას და წინამდებარე აქტის განხორციელებას;
(ii) გენერალურ დირექტორს აძლევს მითითებებს 26 (1) მუხლში მითითებული გადასინჯვის კონფერენციების მომზადების მიზნით, ამასთან, სათანადო ყურადღებას უთმობს სპეციალური კავშირის იმ წევრების მიერ გაკეთებულ ნებისმიერ შენიშვნას, რომლებმაც არ მოახდინეს წინამდებარე აქტის რატიფიცირება ან არ მიუერთდნენ მას;
(iii) ცვლილებები შეაქვს რეგულაციებში;
(iv) განიხილავს და ამტკიცებს გენერალური დირექტორის მოხსენებებს და საქმიანობას სპეციალური კავშირის შესახებ და აძლევს მას ყველა საჭირო მითითებას სპეციალური კავშირის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
(v) განსაზღვრავს სპეციალური კავშირის პროგრამას და ამტკიცებს მის ორწლიან ბიუჯეტს, ასევე ამტკიცებს მის საბოლოო ანგარიშებს;
(vi) იღებს სპეციალური კავშირის ფინანსურ რეგულაციებს;
(vii) ქმნის ისეთ კომიტეტებს და სამუშაო ჯგუფებს, რომლებსაც მიზანშეწონილად ჩათვლის სპეციალური კავშირის მიზნების მისაღწევად;
(viii) განსაზღვრავს რომელი სახელმწიფოები, მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები დაიშვებიან მის შეხვედრებზე დამკვირვებლების სახით;
(ix) იღებს ცვლილებებს 22-ე-24-ე და 27-ე მუხლებში;
(x) ახორციელებს ნებისმიერ სხვა შესაბამის ქმედებას სპეციალური კავშირის მიზნების მისაღწევად და ასრულებს ნებისმიერ სხვა ფუნქციას, რომელიც საჭიროა წინამდებარე აქტის შესაბამისად;
(b) იმ საკითხებზე, რომლებიც ასევე წარმოადგენს ინტერესის საგანს სხვა კავშირებისთვის, რომელთა ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებს ორგანიზაცია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის მოსაზრების მოსმენის შემდეგ.
(3) [კვორუმი] (a) ასამბლეის წევრთა ნახევარი, რომლებსაც აქვთ ხმის მიცემის უფლება მოცემულ საკითხზე, ქმნის კვორუმს აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრის მიზნებისათვის.
(b) მიუხედავად (a) ქვეპუნქტის დებულებებისა, თუ რომელიმე სხდომაზე ასამბლეის იმ წევრთა რაოდენობა, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოებს და სარგებლობენ მოცემულ საკითხზე ხმის მიცემის უფლებით, ასამბლეის წევრთა ნახევარზე ნაკლებია, მაგრამ ტოლია ან არა ნაკლებია, ვიდრე ასამბლეის იმ წევრთა ერთი მესამედის, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოებს და აქვთ მოცემულ საკითხზე ხმის მიცემის უფლება, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ეხება მის პროცედურას. ყველა ასეთი გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული პირობები. საერთაშორისო ბიურო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ ატყობინებს ასამბლეის იმ წევრებს, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფოებს და სარგებლობენ მოცემულ საკითხზე ხმის მიცემის უფლებით, მაგრამ არ ესწრებიან სხდომას და მოუწოდებს მათ, შეტყობინების თარიღიდან 3 თვის განმავლობაში წერილობით აცნობონ მონაწილეობენ თუ არა ისინი ხმის მიცემის პროცესში ან იკავებენ თუ არა თავს ხმის მიცემისგან. თუ ამ ვადის გასვლისას, იმ წევრთა რაოდენობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ხმის მიცემის პროცესში, ან თავი შეიკავეს ხმის მიცემისგან, მიაღწევს იმ რაოდენობას, რომელიც აკლდა კვორუმის მიღწევას, ასეთი გადაწყვეტილებები ძალაში შევა იმ პირობით, რომ ამავე დროს მიღწეულ იქნება ხმების საჭირო უმრავლესობა.
(4) [გადაწყვეტილებების მიღება ასამბლეაში] (a) ასამბლეა შეეცდება მიიღოს თავისი გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით.
(b) თუ შეუძლებელია კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღება, სადავო საკითხი გადაწყდება კენჭისყრით. ასეთ შემთხვევაში:
(i) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, აქვს ერთი ხმა და ხმას აძლევს მხოლოდ საკუთარი სახელით; და
(ii) ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარმოადგენს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, შეუძლია, თავისი წევრი სახელმწიფოების ნაცვლად მისცეს იმდენი ხმა, რამდენი წევრი სახელმწიფოცაა მის შემადგენლობაში, რომლებიც არიან წინამდებარე აქტის მონაწილეები. არც ერთი ასეთი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში, თუ მისი რომელიმე წევრი სახელმწიფო გამოიყენებს ხმის მიცემის უფლებას და პირიქით.
(c) საკითხებზე, რომლებიც შეეხება მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც შებოჭილნი არიან 1967 წლის აქტით, ხმის უფლება არ ექნებათ იმ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც არ არიან შებოჭილნი 1967 წლის აქტით, ხოლო საკითხებზე, რომლებიც შეეხება მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეებს, მხოლოდ ეს უკანასკნელნი ისარგებლებენ ხმის უფლებით.
(5) [ხმების უმრავლესობა] (a) 25(2) და 27(2) მუხლების გათვალისწინებით, ასამბლეა გადაწყვეტილებებს იღებს მიცემული ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.
(b) თავის შეკავება ხმის მიცემად არ ჩაითვლება.
(6) [სხდომები]
(a) ასამბლეა იკრიბება გენერალური დირექტორის მოწვევით და, განსაკუთრებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, იმავე დროს და იმავე ადგილას, როგორც ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.
(b) ასამბლეა იკრიბება რიგგარეშე სესიაზე გენერალური დირექტორის მოწვევით, ასამბლეის წევრთა ერთი მეოთხედის მოთხოვნით ან გენერალური დირექტორის ინიციატივით.
(c) ყოველი სხდომის დღის წესრიგს ამზადებს გენერალური დირექტორი.
(7) [საპროცედურო წესები] ასამბლეა იღებს თავის საპროცედურო წესებ