(1) (a) მონაწილე მხარეები იმავე ასამბლეის წევრებს წარმოადგენენ, რომელსაც მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების მონაწილე ქვეყნები.
(b) თითოეული მონაწილე მხარე ასამბლეაში წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება თან ახლდნენ მოადგილეები, მრჩევლები და ექსპერტები.
(c) დელეგაციის ხარჯებს გაიღებს მონაწილე მხარე, რომელმაც გამოყო ეს დელეგაცია, ყოველი მონაწილე მხარის ერთი დელეგატის მგზავრობისა და დღიური ხარჯებისა გარდა, რომელსაც გაიღებს კავშირის ფონდი.
(2) მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმებით გათვალისწინებული ფუნქციების გარდა ასამბლეა:
(i) აწარმოებს ყველა საქმიანობას, რაც დაკავშირებულია ამ ოქმის განხორციელებასთან;
(ii) ოქმის არამონაწილე და კავშირის წევრი ქვეყნების შენიშვნების სათანადო გათვალისწინებით საერთაშორისო ბიუროს აძლევს მითითებებს ოქმის გადასინჯვის მიზნით კონფერენციების მოსაწყობად;
(iii) იღებს და შეაქვს ცვლილებები ოქმის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციაში;
(iv) ასრულებს ფუნქციებს, რომლებიც მას ევალება ამ ოქმით.
(3)(a) ყოველ მონაწილე მხარეს აქვს ერთი ხმა ასამბლეაში. მხოლოდ მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების მონაწილე ქვეყნებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მონაწილე მხარეებს, რომლებიც არ არიან ხსენებული შეთანხმების მონაწილეები, არ აქვთ კენჭისყრის უფლება, მაშინ, როცა მონაწილე მხარეებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მხოლოდ ამ უკანასკნელთ აქვთ კენჭისყრის უფლება.
(b) ასამბლეის იმ წევრთა ერთი მეორედი, რომლებსაც აქვთ მოცემულ საკითებზე კენჭისყრის უფლება, შეადგენს ამ კენჭისყრის კვორუმს.
(c) თუ რომელიმე სესიაზე დამსწრე ასამბლეის იმ წევრთა რიცხვი, რომლებსაც მოცემულ საკითხზე კენჭისყრის უფლება გააჩნიათ, ნაკლებია ერთ მეორედზე, მაგრამ ტოლია ან მეტია ასამბლეის იმ წევრთა მესამედზე, რომლებსაც ამ საკითხზე კენჭისყრის უფლება გააჩნიათ, მიუხედავად (b) ქვეპუნქტის დებულებებისა, ასამბლეას შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება, გარდა გადაწყვეტილებებისა, რომლებიც დაკავშირებულია მის საკუთარ პროცედურასთან, მაგრამ ყველა ასეთი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ იმ პირობების შესრულებისას, რომლებზეც ლაპარაკია შემდგომში. საერთაშორისო ბიურო ხსენებულ გადაწყვეტილებებს უგზავნის ასამბლეის იმ წევრებს, რომლებსაც ხსენებულ საკითხზე კენჭისყრის უფლება გაჩნიათ და რომლებიც არ იყვნენ წარმოდგენილნი სესიაზე, და სთავაზობს მათ შეტყობინების მათთვის გაგზავნის თარიღიდან სამი თვის ვადაში წერილობით გამოხატონ, ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, ეწინააღმდეგებიან თუ თავს იკავებენ მისგან. თუ ამ ვადის გასვლამდე ისეთი წევრების რიცხვი, რომლებმაც ამ სახით მისცეს ან არ მისცეს ხმა, ან თავი შეიკავეს, არ იქნება ნაკლები წევრთა იმ რიცხვზე, რომელიც დააკლდა კვორუმს სესიაზე, ასეთი გადაწყვეტილება შედის ძალაში იმ პირობით, თუ ამავე დროს საჭირო უმრავლესობა მიღწეულია.
(d) ასამბლეის გადაწყვეტილებების მისაღებად 5(2) (e), 9
sexies
(2), (12) და 13(2) მუხლების დებულებების გათვალისწინებით საჭიროა მიცემულ ხმათა ორი მესამედის უმრავლესობა.
(e) მხედველობაში არ მიიღება მათი ხმები, ვინც თავი შეიკავა.
(f) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს და ხმა მისცეს ასამბლეის მხოლოდ ერთი წევრის სახელით.
(4) მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმებით გათვალისწინებული რიგით და რიგგარეშე სესიების შეკრების გარდა, ასამბლეა შეიძლება შეიკრიბოს რიგგარეშე სესიაზე გენერალური დირექტორის მოწვევით ასამბლეის იმ წევრთა ერთი მეოთხედის მოთხოვნით, რომლებსაც სესიის დღის წესრიგში შესატანად გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრის უფლება გააჩნიათ. ასეთი რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი მზადდება გენერალური დირექტორის მიე