. საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი ჩანაწერის შეტანა

საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო რეესტრში შეაქვს შემდეგი ჩანაწერები:

(i) საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელის ვინაობისა და მისამართის ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

(ii) საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელის წარმომადგენლის დანიშვნის და ასეთი წარმომადგენლის შესახებ სხვა მონაცემების შესახებ;

(iii) ყველა ან გარკვეული მონაწილე მხარის მიმართ საერთაშორისო რეესტრში არსებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალის ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ;

(iv) ყველა ან გარკვეული მონაწილე მხარის მიმართ ნებისმიერი უარის თქმის, რეესტრიდან ამოღების ან საერთაშორისო რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ;

(v) ინსტრუქციით დადგენილი ნებისმიერი სხვა შესაბამისი მონაცემების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია იმ ნიშნის უფლებებთან, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის საგანი