(1) წარმოშობის უწყებას შეუძლია თავის შეხედულებისამებრ დაადგინოს და თავის სარგებლობისათვის მოკრიბოს საფასური, რომელიც შეიძლება მან მოითხოვოს განმცხადებლისაგან საერთაშორისო რეგისტრაციისათვის ან საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელისაგან საერთაშორისო განაცხადის შემოტანის, ან საერთაშორისო რეგისტრაციის ვადის გაგრძელებისათვის.

(2) საერთაშორისო ბიუროში ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია ექვემდებარება იმ წინასწარი საერთაშორისო საფასურის გადახდას, რომელიც (7) (a) პუნქტის თანახმად უნდა შეიცავდეს:

(i) ძირითად საფასურს;

(ii) შემავსებელ საფასურს საერთაშორისო კლასიფიკაციის ყოველ კლასზე, რომელიც სამზე მეტს აღემატება და რომლებსაც მიეკუთვნება საქონელი ან მომსახურება, რომელთა მიმართაც უნდა იქნეს გამოყენებული ნიშანი;

(iii) დამატებით საფასურს 3
ter
მუხლის ესაბამისად დაცვის გაფართოების ყოველი მოთხოვნისათვის.

(3) ამ მუხლის მე-2 (ii) პუნქტში მითითებული შემავსებელი საფასური შეიძლება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღის შენარჩუნებით გადახდილ იქნეს ინსტრუქციით დადგენილ ვადაში, თუ საქონლისა ან მომსახურების ჩამონათვალის კლასების რაოდენობას განსაზღვრავს, ან გადამოწმების შემდეგ, შეცვლის საერთაშორისო ბიურო. თუ განმცხადებლის მიერ ხსენებული ვადის გასვლამდე შემავსებელი საფასური არ იქნა გადახდილი ან საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი არ იქნა შემცირებული მოთხოვნილ დონემდე, საერთაშორისო განაცხადზე საქმის წარმოება შეწყვეტილად ითვლება.

(4) საერთაშორისო რეგისტრაციიდან სხვადასხვა შემონატანების წლიური შემოსავალი (2) (ii) და (iii) პუნქტებში აღნიშნული საფასურებიდან მიღებული შემონატანების გაუთვალისწინებლად და ამ პროტოკოლის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯებისა და საჭირო გასავლების გამოკლების შემდეგ საერთაშორისო ბიუროს მიერ თანაბრად ნაწილდება მონაწილე მხარეებს შორის.

(5) ყოველი წლის ბოლოს თანხები, რომლებიც მიიღება (2) (ii) პუნქტით გათვალისწინებული შემავსებელი საფასურებიდან, იყოფა დაინტერესებულ მონაწილე მხარეებს შორის იმ ნიშნების რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც აღნიშნული წლის განმავლობაში გათვალისწინებული იყო თითოეული მათგანის მიმართ, ხოლო იმ მონაწილე მხარისათვის, რომელიც ატარებს ექსპერტიზას, ეს რაოდენობა მრავლდება კოეფიციენტზე, რომელიც უნდა განისაზღვროს ინსტრუქციით.

(6) თანხები, რომლებიც მიიღება (2) (iii) პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საფასურებიდან, იყოფა მე-(5) პუნქტით გათვალისწინებული წესის მსგავსად.

(7) (a) ნებისმიერ მონაწილე მხარეს ყოველ საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რომელშიც იგი მითითებულია 3
ter
მუხლის შესაბამისად, და ყოველი ასეთი რეგისტრაციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით უფლება აქვს განაცხადოს, რომ მას სურს შემავსებელი და დამატებითი საფასურებიდან მიღებული წლიური შემოსავლიდან კუთვნილი წილის ნაცვლად მიიღოს საფასური (შემდგომში „ინდივიდუალური საფასური“), რომლის ოდენობა მითითებული იქნება განცხადებაში და შეიძლება შეიცვალოს მომდევნო განცხადებებში, მაგრამ იგი არ უნდა აღემატებოდეს თანხას, რომელიც, საერთაშორისო პროცედურიდან გამომდინარე დანაზოგის გამოკლებით, შეეძლო მიეღო ხსენებული მონაწილე მხარის უწყებას ამ უწყების რეესტრში განმცხადებლისაგან ნიშნის ათი წლით რეგისტრაციიისა ან რეგისტრაციის მფლობელისაგან დაცვის ვადის ათი წლით გაგრძელებისათვის. თუ შესაძლებელია ამგვარი ინდივიდუალური საფასურის გადახდა, მაშინ:

(i) არანაირი მე-2 (ii) პუნქტში მოხსენებული შემავსებელი საფასური არ უნდა იქნეს გადახდილი, თუ 3
ter
მუხლის შესაბამისად მითითებულია მხოლოდ ის მონაწილე მხარეები, რომლებმაც გააკეთეს განცხადება ამ ქვეპუნქტის შესაბამისად და

(ii) არანაირი მე-2 (iii) პუნქტში მოხსენებული დამატებითი საფასური არ უნდა იქნეს გადახდილი იმ ნებისმიერი მონაწილე მხარის სასარგებლოდ, რომელმაც გააკეთა განცხადება ამ ქვეპუნქტის შესაბამისად.

(b) ნებისმიერი (a) ქვეპუნქტის შესაბამისი განცხადება შეიძლება გაკეთდეს 14 (2) მუხლში მითითებული დოკუმენტით, ხოლო მისი მოქმედების დაწყების თარიღი დაემთხვევა იმ ქვეყნისა ან მთავრობათაშორისო ორგანიზაციის მიმართ პროტოკოლის ძალაში შესვლის თარიღს, რომელმაც გააკეთა განცხადება. ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიძლება გაკეთდეს მოგვიანებითაც; ასეთ შემთხვევაში განცხადება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ განცხადების მიღებიდან სამი თვის შემდეგ ან უფრო გვიანდელი თარიღიდან, რომელიც მითითებული იქნება განცხადებაში იმ საერთაშორისო რეგისტრაციების მიმართ, რომელთაც გააჩნიათ განცხადების ძალაში შესვლის თარიღის თანხვედრილი ან უფრო გვიანდელი თარიღ