. ეროვნული ან რეგიონალური რეგისტრაციის შეცვლა საერთაშორისო რეგისტრაციით

(1) როდესაც ნიშანი, რომელიც მონაწილე მხარის უწყებაში ეროვნული ან რეგიონალური რეგისტრაციის საგანს წარმოადგენს, ამავე დროს საერთაშორისო რეგისტრაციის საგანიცაა და ორივე რეგისტრაცია ერთი და იმავე პირის სახელზეა, საერთაშორისო რეგისტრაცია ადგილობრივი და რეგიონალური რეგისტრაციის შემცვლელად განიხილება ისე, რომ არ არღვევს ამ რეგისტრაციებით მოპოვებულ უფლებებს, თუ:

(i) საერთაშორისო რეგისტრაციიდან გამომდინარე დაცვა ხსენებულ მონაწილე მხარეზე ვრცელდება 3
ter
მუხლის (1) ან (2) პუნქტების თანახმად;

(ii) ეროვნულ ან რეგიონალურ რეესტრში ჩამოთვლილი ყველა საქონელი და მომსახურება ასევე ჩამოთვლილია ხსენებულ მონაწილე მხარესთან დაკავშირებით საერთაშორისო რეესტრშიც;

(iii) დაცვის ასეთი გაფართოება ძალაში შედის ეროვნული ან რეგიონალური რეგისტრაციის თარიღიდან.

(2) უწყება, რომელიც მოიხსენიება (1) პუნქტში, ვალდებულია მოთხოვნისთანავე შეიტანოს აღნიშვნა მის რეესტრში საერთაშორისო რეგისტრაციის შესახე