(1) თუ ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეტანილი იყო მონაწილე მხარის უწყებაში, ან, თუ ნიშანი რეგისტრირებული იყო მონაწილე მხარის უწყების მიერ, პიროვნებას, ვის სახელზეც არის ეს განაცხადი (შემდგომში „ძირითადი განაცხადი“) ან ეს რეგისტრაცია (შემდგომში „ძირითადი რეგისტრაცია“), შეუძლია ამ ოქმის დებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს მისი ნიშნის დაცვა მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს რეესტრში ამ ნიშნის რეგისტრაციით (შემდგომში „ორგანიზაცია“, „საერთაშორისო ბიურო“, „საერთაშორისო რეესტრი“ და „საერთაშორისო რეგისტრაცია“ - შესაბამისად), იმ პირობით, თუ:

(i) ძირითადი განაცხადი შეტანილი იყო მონაწილე სახელმწიფოს უწყებაში ან ძირითადი რეგისტრაცია გაკეთებული იყო ასეთი უწყების მიერ და პიროვნება, ვის სახელზეც არის ეს განაცხადი, ან რეგისტრაცია, წარმოადგენს ამ მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეს ან მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული დაწესებულება აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოში.

(ii) ძირითადი განაცხადი შეტანილი იყო მონაწილე ორგანიზაციის უწყებაში ან ძირითადი რეგისტრაცია გაკეთებული იყო ასეთი უწყების მიერ, და პიროვნება, ვის სახელზეც არის ეს განაცხადი ან რეგისტრაცია, წარმოადგენს მონაწილე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს, ან მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, ან ნამდვილი და მოქმედი სამრეწველო ან კომერციული დაწესებულება აღნიშნული მონაწილე ორგანიზაციის ტერიტორიაზე.

(2) საერთაშორისო რეგისტრაციაზე განაცხადი (შემდგომში „საერთაშორისო განაცხადი“) შეტანილი უნდა იქნეს საერთაშორისო ბიუროში იმ უწყების (შემდგომში „წარმოშობის უწყება“) შუამდგომლობით, რომელშიც იყო შეტანილი ძირითადი განაცხადი ან რომელმაც მოახდინა რეგისტრაცია იმისდა მიხედვით, რომელ შემთხვევასაც ექნება ადგილი.

(3) ამ ოქმში მოხსენიებული სიტყვები „უწყება“ და „მონაწილე მხარის უწყება“ ყველგან გულისხმობს ისეთ უწყებას, რომელსაც დაევალა მონაწილე მხარის სახელით ნიშნების რეგისტრაცია. ამასთან, ამ ოქმში მოხსენიებული სიტყვა „ნიშნები“ ყველგან გულისხმობს სასაქონლო ნიშნებს და მომსახურების ნიშნებს.

(4) ამ ოქმში მოხსენიებული სიტყვები „მონაწილე მხარის ტერიტორია“ იმ შემთხვევაში, როცა მონაწილე მხარე სახელმწიფოა, გულისხმობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიას, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მონაწილე მხარე სამთავრობათაშორისი ორგანიზაციაა - ტერიტორიას, რომელზეც გამოიყენება ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულებ