. „ტერიტორიული გაფართოების“ მოთხოვნა

(1) საერთაშორისო რეგისტრაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ მონაწილე მხარეზე დაცვის გავრცელების შესახებ ყოველი მოთხოვნა სპეციალურად უნდა იყოს მითითებული საერთაშორისო განაცხადში.

(2) მოთხოვნა ტერიტორიული გაფართოების შესახებ შეიძლება აგრეთვე გაკეთდეს საერთაშორისო რეგისტრაციის შემდეგ. ყოველი ასეთი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს ინსტრუქციით გათვალისწინებულ ბლანკზე. მოთხოვნა მიღებისთანავე რეგისტრირდება საერთაშორისო ბიუროს მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ ატყობინებს ასეთი ჩანაწერის შესახებ დაინტერესებულ უწყებას და უწყებებს. ეს ჩანაწერი ქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს პერიოდულ ბიულეტენში. ასეთი ტერიტორიული გაფორმება ძალაშია საერთაშორისო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის შეტანის თარიღიდან; იგი წყვეტს თავის მოქმედებას იმ საერთაშორისო რეგისტრაციის შეწყვეტასთან ერთად, რომელსაც იგი ეხებ