(1) ნებისმიერი მონაწილე მხარის უწყებას, რომელსაც საერთაშორისო ბიურომ შეატყობინა 3
ter
მუხლის (1) ან (2) პუნქტების თანახმად ამ მონაწილე მხარეზე საერთაშორისო რეგისტრაციის შედეგად წარმოქმნილი დაცვის გავრცელების შესახებ, უფლება აქვს, თუ მოქმდი კანონმდებლობა ამის ნებას იძლევა, უარის შეტყობინებაში განაცხადოს, რომ ნიშანს, რომელიც ასეთი გაფართოების საგანია, ხსენებული მონაწილე მხარის ტერიტორიაზე დაცვა არ ენიჭება. ყოველი ასეთი უარი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ მოსაზრებებს, რომლებიც სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის თანახმად შეიძლებოდა გამოეყენებინა უარის განმცხადებელ უწყებას ნიშნის უშუალოდ იქ შეტანის შემთხვევაში. ამავე დროს დაცვაზე არ შეიძლება ეთქვას ნაწილობრივი უარიც კი, მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კლასებისა ან შეზღუდული რაოდენობის საქონლისა და მომსახურების რეგისტრაცია.
(2) (a) ყოველმა უწყებამ, რომელსაც სურს გამოიყენოს ასეთი უფლება, მისი უარი დასაბუთებულ მოსაზრებასთან ერთად საერთაშორისო ბიუროს უნდა შეატყობინოს ამ უწყებისათვის მოქმედი კანონით დადგენილ ვადაში (b) და (c) ქვეპუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მაგრამ არაუგვიანეს ერთი წლისა მას შემდეგ, რაც (1) პუნქტში მითითებული დაცვის გაფართოების შესახებ შეტყობინება საერთაშორისო ბიურომ გაუგზავნა ამ უწყებას.
(b) მიუხედავად (a) ქვეპუნქტის მოთხოვნისა, ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია განაცხადოს, რომ ოქმის თანახმად განხორციელებული საერთაშორისო რეგისტრაციისათვის ერთწლიანი ვადა, რომელზეც ლაპარაკია (a) ქვეპუნქტში, შეცვლილია 18 თვით.
(c) ასეთ განცხადებაში შეიძლება მითითებული იყოს აგრეთვე იმაზე, რომ თუ უარი დაცვაზე უარი შეიძლება დაცვის მინიჭებაზე შედავების შედეგს წარმოადგენდეს, ხსენებული მონაწილე მხარის უწყებას შეუძლია ასეთი უარი საერთაშორისო ბიუროს შეატყობინოს 18-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამ უწყებას შეუძლია მოცემული საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ დაცვის მინიჭებაზე უარი საერთაშორისო ბიუროს შეატყობინოს 18-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
(i) მან 18-თვიანი ვადის გასვლამდე შეატყობინა საერთაშორისო ბიუროს 18-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი შედავების შემოსვლის შესაძლებლობის შესახებ; და
(ii) შედავებაზე დაფუძნებული უარის შესახებ შეტყობინება მოხდა შედავების ვადის დაწყების დღიდან არაუმეტეს 7 თვეში; თუ შედავების ვადა ამ შვიდთვიან ვადაზე ადრე იწურება, შეტყობინება უნდა მოხდეს შედავების ვადის გასვლიდან ერთ თვეში.
(d) ნებისმიერი (b) და (c) ქვეპუნქტების შესაბამისი განცხადება შეიძლება გაკეთდეს 14(2) მუხლში მითითებული დოკუმენტით, ხოლო მისი მოქმედების დაწყების თარიღი დაემთხვევა იმ ქვეყნის ან მთავრობათშორისო ორგანიზაციის მიმართ ოქმის ძალაში შესვლის თარიღს, რომელმაც გააკეთა განცხადება. ნებისმიერი ასეთი განცხადება შეიძლება გაკეთდეს მოგვიანებითაც; ასეთ შემთხვევაში განცხადება ძალაში შედის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის (შემდგომში „გენერალური დირექტორი“) მიერ განცხადების მიღებიდან სამი თვის შემდეგ ან უფრო მოგვიანებითი თარიღიდან, რომელიც მითითებული იქნება განცხადებაში იმ საერთაშორისო რეგისტრაციების მიმართ, რომელთაც გააჩნიათ განცხადების ძალაში შესვლის თარიღის თანხვედრილი ან უფრო გვიანდელი თარიღი.
(e) ამ ოქმის ძალაში შესვლიდან ათი წლის გასვლის შემდეგ ასამბლეა გადასინჯავს (a)-დან (d)-მდე ქვეპუნქტებით დადგენილი სისტემის მოქმედებას. ამის შემდეგ ხსენებული ქვეპუნქტები შეიძლება შეიცვალოს ასამბლეის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.
(3) საერთაშორისო ბიურო უარის შესახებ შეტყობინების ერთ-ერთ ასლს დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელს. ხსენებულ მფლობელს გააჩნია იგივე საშუალებები, როგორიც მის მიერ ნიშნის უშუალოდ იმ უწყებაში წარდგენისას, რომელმაც გაგზავნა შეტყობინება მისი უარის შესახებ. თუ საერთაშორისო ბიურო მიიღებს ინფორმაციას (2)(c)(i) პუნქტის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს ხსენებული ინფორმაცია საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელს.
(4) დაინტერესებული პირის მოთხოვნით საერთაშორისო ბიურო აცნობებს მას ნიშნის დაცვაზე უარის თქმის მოტივის შესახებ.
(5) ნებისმიერი უწყება, რომელიც საერთაშორისო ბიუროს არ შეატყობინებს მოცემული საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ წინასწარი ან საბოლოო უარის შესახებ (1) და (2) პუნქტების შესაბამისად, ამ საერთაშორისო რეგისტრაციის მიმართ კარგავს (1) პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს.
(6) მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ საერთაშორისო რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობა მონაწილე მხარის ტერიტორიაზე არ შეიძლება გამოცხადებულ იქნეს ისე, რომ საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელს დროულად არ მიეცეს შესაძლებლობა დაიცვას მისი უფლებები. გადაწყვეტილება საერთაშორისო რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ უნდა ეცნობოს საერთაშორისო ბიურო