(1) საერთაშორისო ბიურო ახდენს ნიშნის რეგისტრაციას ათი წლით მისი გაგრძელების შესაძლებლობით მე-7 მუხლში მითითებული პირობების შესაბამისად.

(2) საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ეს რეგისტრაცია დამოუკიდებელი ხდება შესაბამისად ძირითადი განაცხადისაგან ან მისგან გამომდინარე რეგისტრაციისაგან, ან ძირითადი რეგისტრაციისაგან მომდევნო დებულებების გათვალისწინებით.

(3) საერთაშორისო რეგისტრაციიდან გამომდინარე დაცვა იმისგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა გადაცემის საგანი, აღარ შეიძლება მოითხოვებოდეს, თუ საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღიდან ხუთი წლის გასვლამდე შესაბამისად ძირითადი განაცხადი ან მისგან გამომდინარე რეგისტრაცია, ან ძირითადი რეგისტრაცია იყო გატანილი, მას გაუვიდა მოქმედების ვადა, მისგან გამომდინარე უფლებების მფლობელმა უარი განაცხადა ან მასზე გამოტანილი იქნა საბოლოო გადაწყვეტილება უარის თქმის, გაუქმების, რეესტრიდან ამოღების ან ძალადაკარგულად ცნობის შესახებ საერთაშორისო რეგისტრაციაში არსებული საქონლისა და მომსახურების მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ. იგივე გამოიყენება, თუ:

(i) ძირითადი განაცხადის მოქმედად არცნობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას,(ii) ძირითადი განაცხადის გატანასთან ან ძირითადი განაცხადიდან გამომდინარე რეგისტრაციის გაუქმებასთან, რეესტრიდან ამოღებასა ან მისი ძალადაკარგულად ცნობასთან დაკავშირებულ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ან

(iii) ძირითად რეგისტრაციაზე შედავებას მოჰყვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად, ძირითადი განაცხადის ან მისგან გამომდინარე რეგისტრაციის ან ძირითადი რეგისტრაციის შესახებ უარის თქმის, მისი გაუქმების, რეესტრიდან ამოღების ან ძალადაკარგულად ცნობის ან განაცხადის მასალების გატანის თაობაზე იმ პირობით, რომ გასაჩივრების, სასამართლოში შეტანილი სარჩელის ან მესამე პირის შედავების განხილვა დაიწყო ხსენებული ვადის გასვლამდე. იგივე გამოიყენება აგრეთვე, თუ ძირითადი განაცხადი გატანილი იყო ან, ძირითადი განაცხადიდან გამომდინარე, რეგისტრაციასა ან ძირითად რეგისტრაციზე მფლობელმა უარი თქვა ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ იმ პირობით, რომ გატანის ან უარის თქმის მომენტისათვის ხსენებული განაცხადი ან რეგისტრაცია (i), (ii) ან (iii) პუნქტების შესაბამისი პროცედურის საგანს უნდა წარმოადგენდეს და რომ ასეთი პროცედურა დაიწყო ხსენებული ვადის გასვლამდე.

(4) წარმოშობის უწყება, როგორც ეს ინსტრუქციითაა გათვალისწინებული, ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს მე-(3) პუნქტთან დაკავშირებული ფაქტებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, ხოლო საერთაშორისო ბიურო, როგორც ეს ინსტრუქციითაა გათვალისწინებული, ატყობინებს ამის შესახებ დაინტერესებულ პირებს და ახორციელებს გამოქვეყნებას შესაბამისად. წარმოშობის უწყება საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საერთაშორისო ბიუროს თხოვნით დადგენილი წესით ამოიღოს საერთაშორისო რეგისტრაცია რეესტრიდან, ხოლო საერთაშორისო ბიურო ახორციელებს შესაბამის პროცედურა