(1) (a) მე-3 და 3
ter
მუხლების დებულებების შესაბამისად განხორციელებული რეგისტაციის ან ჩანაწერის შეტანის თარიღიდან ნიშნის დაცვა ყოველ მითითებულ მონაწილე მხარეში იქნება ისეთივე, როგორიც იქნებოდა ნიშნის უშუალოდ ამ მონაწილე მხარის უწყებაში წარდგენისას. თუ საერთაშორისო ბიუროში არ იქნა განცხადებული უარი მე-5 მუხლის (1) და (2) პუნქტების შესაბამისად ან ხსენებული მუხლების შესაბამისად განცხადებული უარი შემდგომში გამოთხოვილი იქნა უკან, აღნიშნული თარიღიდან ნიშნის დაცვა მითითებულ მონაწილე მხარეში იქნება ისეთივე, როგორიც იქნებოდა ამ მონაწილე მხარის უწყების მიერ ნიშნის რეგისტრაციისას.
(b) მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების კლასების მითითება არ ზღუდავს მონაწილე მხარეებს ნიშნის დაცვის ფარგლების განსაზღვრის თვალსაზრისით.
(2) ნებისმიერი საერთაშორისო რეგისტრაცია სარგებლობს სამრეწველო საკუთრების პარიზის კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პრიორიტეტის უფლებით ამავე მუხლის პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმალობების დაცვის გარეშ