(1) ყოველი საერთაშორისო რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელდეს მომდევნო ათი წლით დაწყებული წინა დაცვის ვადის გასვლის მომენტიდან 8(7) მუხლით გათვალისწინებული ძირითადი საფასურის და 8(2) მუხლით გათვალისწინებული შემავსებელი და დამატებითი საფასურების უბრალო გადახდის გზით.

(2) ვადის გაგრძელებისას დაუშვებელია რეგისტრაციის ბოლო სახის რაიმე ცვლილება.

(3) დაცვის ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე საერთაშორისო ბიურო არაოფიციალური შეტყობინების გაგზავნის გზით საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელს ან, საჭიროების შემთხვევაში, მის წარმომადგენელს ახსენებს ვადის გასვლის ზუსტ თარიღს.

(4) ინსტრუქციით დადგენილი დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში საერთაშორისო რეგისტრაციის გაგრძელებისათვის ნებადართულია ექვსთვიანი შეღავათიანი ვად