ies
. საერთაშორისო რეგისტრაციის გარდაქმნა ეროვნულ ან რეგიონალურ განაცხადად

თუ 6(4) მუხლის შესაბამისად, წარმოშობის უწყების მოთხოვნით, საერთაშორისო რეგისტრაცია ამოღებულია რეესტრიდან ხსენებულ რეგისტრაციაში მითითებული საქონლისა და მომსახურების მთლიანი ან ნაწილობრივი ჩამონათვალის მიმართ, და პირს, რომელიც საერთაშორისო რეგისტრაციის მფლობელი იყო, იგივე ნიშანზე სარეგისტრაციოდ განაცხადი შეაქვს ერთ-ერთი მონაწილე მხარის უწყებაში, რომლის ტერიტორიაზეც საერთაშორისო რეგისტრაცია მოქმედებდა, ასეთი განაცხადის შეტანის თარიღად შეიძლება მიჩნეულ იქნეს 3(4) მუხლის შესაბამისად საერთაშორისო რეგისტრაციის ან 3
ter
(2) მუხლის შესაბამისად ტერიტორიული გაფართოების შესახებ ჩანაწერის შეტანის თარიღი და, თუ საერთაშორისო რეგისტრაცია სარგებლობდა პრიორიტეტით, ეს განაცხადიც ისარგებლებს ამავე პრიორიტეტით, თუ:

(i) ასეთი განაცხადი შეტანილ იქნა საერთაშორისო რეგისტრაციის რეესტრიდან ამოღების დღიდან სამი თვის ვადაში;

(ii) განაცხადში ჩამოთვლილი საქონელი და მომსახურება ფაქტობრივად მოცულია საერთაშორისო რეგისტრაციაში იმ მონაწილე მხარის მიმართ მითითებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალით, სადაც ხდება განაცხადის შეტანა; და

(iii) ასეთი განაცხადი აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, საფასურებთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლი