(1)(a) სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება გახდეს ამ ოქმის მონაწილე.
(b) გარდა ამისა, ნებისმიერი მთავრობათშორისი ორგანიზაცია შეიძლება აგრეთვე გახდეს ამ ოქმის მონაწილე, თუ სრულდება შემდეგი პირობები:
(i) ამ ორგანიზაციის წევრი სულ მცირე ერთი სახელმწიფო მაინც არის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციის მონაწილე;
(ii) ამ ორგანიზაციას გააჩნია ორგანიზაციის ტერიტორიაზე მოქმედი ნიშნების სარეგისტრაციო რეგიონალური უწყება იმ პირობით, რომ ეს უწყება არ წარმოადგენს 9
quarter
მუხლის საფუძველზე შეტყობინების საგანს.
(2) ნებისმიერ, (1) პუნქტში მითითებულ სახელმწიფოს ან ორგანიზაციას შეუძლია ხელი მოაწეროს ამ ოქმს. ყოველ ასეთ სახელმწიფოს ან ორგანიზაციას შეუძლია, თუკი მან ხელი მოაწერა ამ ოქმს, შესანახად წარადგინოს ამ ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების ან მოწონების შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო თუ მან არ მოაწერა ხელი, შეუძილა წარადგინოს ამ ოქმთან მიერთების დოკუმენტი.
(30 დოკუმენტები, რომლებიც მითითებულია (2) პუნქტში, შესანახად გენერალურ დირექტორს უნდა ჩაბარდეს.
(4)(a) ეს ოქმი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც ამ ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების, მოწონების ან მასთან მიერთების შესახებ ოთხი დოკუმენტი ჩაბარდა შესანახად იმ პირობით, რომ ამ ოთხი დოკუმენტიდან ერთი მაინც ჩაბარდა მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების მონაწილე ქვეყნის მიერ და დანარჩენიდან ერთი მაინც ჩაბარდა იმ ქვეყნის მიერ, რომელიც არ არის მადრიდის (სტოკჰოლმის) შეთანხმების წევრი, ან (1)(b) პუნქტში მითითებული ორგანიზაციის მიერ.
(b) ნებისმიერი სხვა იმ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიმართ, რომლებზეც მითითებულია (1) პუნქტში ეს ოქმი შედის ძალაში მათ მიერ ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების, მოწონების ან მასთან მიერთების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების გამოგზავნის დღიდან სამი თვის შემდეგ.
(5) ნებისმიერ სახელმწიფოს ან ორგანიზაციას, რომლებზეც მითითებულია (1) პუნქტში, შეუძლია ამ ოქმის რატიფიცირების, მისი მიღების, მოწონების ან მასთან მიერთების შესახებ დოკუმენტის ჩაბარებასთან ერთად განაცხადოს, რომ ამ ოქმის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციიდან გამომდინარე, ნებისმიერი დაცვა, რომელიც განხორციელდა სმ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიმართ, ოქმის ძალაში შესვლამდე არ შეიძლება გავრცელებულ იქნეს მათზ