(1) (ა) ასამბლეა შედგება მონაწილე სახელმწიფოებისაგან.

(ბ) თითოეული მონაწილე სახელმწიფო წარმოდგენილია ერთი დელეგატით, რომელსაც შეიძლება დაეხმარონ ალტერნატიული დელეგატები, მრჩევლები და ექსპერტები.

(გ) სამრეწველო საკუთრების თითოეული სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია ასამბლეის და ასამბლეის მიერ დაარსებული ნებისმიერი კომიტეტის და მუშა ჯგუფის სხდომაზე წარმოდგენილია სპეციალური მეთვალყურეების მიერ.

(დ) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ არის კავშირი წევრი, მაგრამ არის ორგანიზაციის ან სამრეწველო საკუთრების საერთაშორისო (პარიზი) კავშირის წევრი და პატენტების სფეროში სპეციალიზებული ნებისმიერი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ არის მე-2(V) მუხლით განსაზღვრული სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია, შეიძლება წარმოდგენილი იყოს მეთვალყურეებით ასამბლეის სხდომებზე და თუ ასამბლეა გადაწყვეტს ნებისმიერი კომიტეტის ან მუშა ჯგუფის სხდომებზე.

(2) (ა) ასამბლეა

(I) განაგებს კავშირის საქმიანობის შენარჩუნებასთან, განვითარებასა და ამ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

(II) იყენებს ისეთ უფლებებს და ასრულებს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მისთვის მინიჭებული ან გადაცემულია ამ ხელშეკრულებით;

(III) გენერალურ დირექტორს აძლევს გადასინჯვის კონფერენციებისათვის მზადებასთან დაკავშირებულ მითითებებს;

(IV) იხილავს და ამტკიცებს გენერალური დირექტორის ანგარიშებსა და საქმიანობას კავშირთან მიმართებით, აგრეთვე გენერალურ დირექტორს აძლევს ყველა საჭირო ინსტრუქციას კავშირის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;

(V) აარსებს ისეთ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს კავშირის მუშაობის ხელშესაწყობად;

(VI) (1)(დ) პუნქტიდან გამომდინარე, საზღვრავს რომელი სახელმწიფო, მონაწილე სახელმწიფოს გარდა, სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია, სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის გარდა მე-2(V) მუხლით გათვალისწინებულის შესაბამისად და რომელი საერთაშორისო და სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია დაიშვება მეთვალყურეებად და რა მოცულობით დაიშვება მეთვალყურეებად საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოები მის სხდომებზე.

(VII) ახორციელებს ნებისმიერ შესაბამის ქმედებას კავშირის მიზნების შესრულების ხელშესაწყობად;

(VIII) ასრულებს ნებისმიერ სხვა ფუნქციას, რომელიც მიზანშეწონილია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

(ბ) საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია აგრეთვე ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირებისათვის, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის რჩევის მოსმენის შემდეგ.

(3) დელეგატს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სახელმწიფო და ხმა მისცეს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს სახელით.

(4) თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს აქვს ერთი ხმა.

(5) (ა) ასამბლეის წევრების ნახევარი შეადგენს კვორუმს.

(ბ) კვორუმის არ არსებობის შემთხვევაში, ასამბლეას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები თავის საკუთარ პროცედურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გარდა, ყველა ასეთი გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვორუმი და საჭირო უმრავლესობა მიიღწევა ხმის მიმოწერით მიცემის საშუალებით ინსტრუქციით გათვალისწინებულის შესაბამისად.

(6) ა) მე-8(1)(გ), მე-12(4) და მე-14(2)(ბ) მუხლებიდან გამომდინარე, ასამბლეის მიერ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს მოცემული ხმების უმრავლესობას.

(ბ) თავის შეკავება არ განიხილება ხმის მიცემად.

(7) ა) ასამბლეა იკრიბება რიგით სესიაზე ერთხელ ყოველ მეორე კალენდარულ წელს გენერალური დირექტორის მოწვევით, უპირატესად იგივე დროს და იგივე ადგილზე, როგორც და სადაც იკრიბება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა.

(ბ) ასამბლეა იკრიბება საგანგებო სესიაზე გენერალური დირექტორის მოწვევით, ან გენერალური დირექტორის საკუთარი ინიციატივით, ან მონაწილე სახელმწიფოების ერთი მეოთხედის მოთხოვნით.

(8) ასამბლეა იღებს პროცედურის საკუთარ წესებ