(1) საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანო სტატუსის მისაღებად ნებისმიერი სადეპოზიტო დაწესებულება განთავსებული უნდა იყოს მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და სარგებლობდეს ამ სახელმწიფოს მიერ მიცემული გარანტიებით იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაწესებულება აკმაყოფილებს და მომავალში დააკმაყოფილებს მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული გარანტიები შეიძლება უზრუნველყოს სამთავრობოთაშორისო სამრეწველო საკუთრების ორგანიზაციამ; ამ შემთხვევაში სადეპოზიტო დაწესებულება განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
(2) სადეპოზიტო დაწესებულება საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს უფლებაუნარიანობის განხორციელებისათვის;
(I) უნდა არსებობდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ;
(II) როგორც ეს დადგენილია ინსტრუქციით, ამ ხელშეკრულების შესაბამისად თავისი სამეცნიერო და ადმინისტრაციული ფუნქციების შესასრულებლად უნდა ჰყავდეს საჭირო შტატი და ჰქონდეს საშუალებები;
(III) უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური;
(IV) დეპონირების მიზნებისათვის ნებისმიერი დეპოზიტორისათვის თანაბარი პირობებით უნდა იყოს ხელმისაწვდომი;
(V) ინსტრუქციით დადგენილის შესაბამისად ნებისმიერი ან განსაზღვრული სახეობის მიკროორგანიზმი უნდა მიიღოს დეპონირებისათვის, შეამოწმოს მათი სიცოცხლისუნარიანობა და შეინახოს ისინი;
(VI) ინსტრუქციით დადგენილის შესაბამისად დეპოზიტორისათვის უნდა გასცეს მიღების ან სიცოცხლისუნარიანობის დამადასტურებელი ნებისმიერი მოთხოვნილი საბუთი;
(VII) ინსტრუქციით დადგენილის შესაბამისად დეპონირებული მიკროორგანიზმების მიმართ უნდა დააკმაყოფილოს საიდუმლოების მოთხოვნები;
(VIII) ინსტრუქციის დადგენილი პროცედურის და პირობების თანახმად უნდა მიაწოდოს ნებისმიერი დეპონირებული მიკროორგანიზმის ნიმუშები.
(3) ინსტრუქცია ითვალისწინებს მისაღებ ზომებს:
(I) თუ საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანო დროებით ან სამუდამოდ წყვეტს თავისი ფუნქციების შესრულებას დეპონირებული მიკროორგანიზმების მიმართ ან უარს ამბობს ნებისმიერი სახეობის მიკროორგანიზმების მიღებაზე, რომლებიც მას უნდა მიეღო გაცემული გარანტიების შესაბამისად;
(II) საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოსათვის საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსის შეწყვეტის ან შეზღუდვის შემთხვევაშ