(1) (ა) მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის ნებას რთავენ ან მოითხოვენ მიკროორგანიზმების დეპონირებას, ასეთი მიზნებისათვის აღიარებენ მიკროორგანიზმების დეპონირებას ნებისმიერ საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოში. ასეთი აღიარება მოიცავს ამ ფაქტის და დეპონირების თარიღის აღიარებას საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, აგრეთვე იმ ფაქტის აღიარებას, რომ ის, რაც მიწოდებულია ნიმუშის სახით არის დეპონირებული მიკროორგანიზმის ნიმუში.
(ბ) ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული დეპოზიტის მიღების საბუთის ასლი, რომელიც გაიცემა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ.
(2) იმდენად, რამდენადაც ეს შეეხება ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციების მიერ რეგულირებულ საკითხებს, არც ერთ მონაწილე სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით და ინსტრუქციით გათვალისწინებულ განსხვავებულ ან დამატებით მოთხოვნებთან შესაბამისობ