1. ათ წელზე საერთაშორისო დეპონირების თარიღიდან, თუ დეპოზიტი განახლებული იქნა;
2. ხუთ წელზე საერთაშორისო დეპონირების თარიღიდან, თუ დეპოზიტი არ იქნა განახლებული.
(ბ) აღნიშნულის მიუხედავად, თუ იმ მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს სიახლის ექსპერტიზას, ეროვნული კანონის დებულებების მიხედვით დაცვის ვადა იწყება საერთაშორისო დეპონირების თარიღზე უფრო გვიან, მაშინ (ა) პუნქტით გათვალისწინებული მინიმალური ვადა აითვლება იმ თარიღიდან, როდესაც დაცვის ვადა იწყება ამ სახელმწიფოში. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დეპონირების ვადა არ განახლებულა, ან განახლდა მხოლოდ ერთხელ, არანაირ გავლენას არ მოახდენს დაცვის მინიმალურ ვადაზე, რომელიც ზემოთ არის განსაზღვრული.
(2) თუ მონაწილე სახელმწიფოს ეროვნული კანონი ითვალისწინებს ეროვნული დეპონირების სამრეწველო ნიმუშების 10 წელზე მეტი ხნით დაცვას, ვადის გაგრძელებით ან გაუგრძელებლად, მაშინ საერთაშორისო დეპოზიტის და მისი ვადის გაგრძელების საფუძველზე ამ სახელმწიფოში საერთაშორისო დეპონირების სამრეწველო ნიმუშების დაცვის ხანგრძლივობაც ასეთივე ვადით განისაზღვრება.
(3) მონაწილე სახელმწიფოს თავისი ეროვნული კანონის შესაბამისად საერთაშორისო დეპონირებით შეტანილი სამრეწველო ნიმუშებისათვის შეუძლია შეზღუდოს სამრეწველო ნიმუშების დაცვის ვადა (1) პუნქტით გათვალისწინებული ვადით.
(4) (1) (ბ) პუნქტის შესაბამისად, დაცვის ვადა მონაწილე სახელმწიფოში შეწყდება საერთაშორისო დეპონირების ვადის ამოწურვის თარიღიდან, თუ ქვეყნის ეროვნული კანონი არ ითვალისწინებს დაცვის ვადის გაგრძელებას საერთაშორისო დეპონირების ვადის გასვლის თარიღის შემდე