ხელშეკრულების რეგისტრაცია
(1) როდესაც ხელშეკრულების დედანი ხელმოსაწერად აღარ იქნება ღია, იგი ინახება გენერალურ დირექტორთან.
(2) გენერალური დირექტორი უგზავნის ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციის მის მიერ დამოწმებულ ორ ასლს მე-15(1) მუხლში აღნიშნული ყველა სახელმწიფოს მთავრობებს, რომელთაც მე-9(1)(ა) მუხლის შესაბამისად შეუძლიათ განცხადების შეტანა და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს.
(3) გენერალურ დირექტორს შეუძლია ხელშეკრულების რეგისტრირება გაერთიანებული ერების სამდივნოში.
(4) გენერალური დირექტორი უგზავნის ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციის ნებისმიერი ცვლილების მის მიერ დამოწმებულ ორ ასლს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, ყველა სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მთავრობას და ნებისმიერ სხვა სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია შეიტანოს განცხადება მე-9(1)(ა) მუხლის შესაბამისა