გენერალური დირექტორი ატყობინებს მონაწილე სახელმწიფოებს, სამრეწველო საკუთრების სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან კავშირის წევრები, მაგრამ არიან სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო (პარიზი) კავშირის წევრები:

(I) ხელმოწერების შესახებ მე-18 მუხლის შესაბამისად;

(II) რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირების შესახებ მე-15(2) მუხლის შესაბამისად;

(III) მე-9(1)(ა) მუხლის შესაბამისად შეტანილი განცხადებების და მე-9(2) ან (3) მუხლის შესაბამისად გატანის შეტყობინების შესახებ;

(IV) ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ მე-16(1) მუხლის შესაბამისად;

(V) შეტყობინების შესახებ მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად და გადაწყვეტილებების შესახებ მე-8 მუხლის შესაბამისად;

(VI) ამ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების მიღების შესახებ მე-14(3) მუხლის შესაბამისად;

(VII) ინსტრუქციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ;

(VIII) ხელშეკრულებაში ან ინსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

(IX) მე-17 მუხლის შესაბამისად მიღებული დენონსირებების შესახე