(1) ეს აქტი ძალაში შედის პირველი ხუთი სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც განახორციელეს რატიფიკაციის ან მიერთების სამართლებრივი აქტების დეპონირება, სამ თვეში თარიღიდან, როდესაც რატიფიკაციის ან მიერთების მეხუთე სამართლებრივი აქტი იქნა დეპონირებული.

(2) ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ ეს ხელშეკრულება ძალაში შედის სამ თვეში თარიღიდან, როდესაც ამ სახელმწიფომ განახორციელა რატიფიკაციის ან მიერთების თავის სამართლებრივი აქტის დეპონირება, თუ რატიფიკაციის ან მიერთების თავის სამართლებრივ აქტში უფრო გვიანი თარიღი არ არის მითითებული. უკანასკნელ შემთხვევაში, ეს ხელშეკრულება ამ სახელმწიფოს მიმართ ძალაში შევა ამგვარად მითითებული თარიღი