(1) საერთაშორისო ბიური:

(I) ასრულებს კავშირთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, კერძოდ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც ამ ხელშეკრულებით, ინსტრუქციებით ან ასამბლეის მიერ აქვს დაკისრებული;

(II) უზრუნველყოფს გადასინჯვის კონფერენციებს, ასამბლეას, ასამბლეის მიერ დაარსებულ კომიტეტებსა და მუშა ჯგუფებს და გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ სხდომებს, რომლებიც განიხილავს კავშირისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, სამდივნო მომსახურებას.

(2) გენერალური დირექტორი არის კავშირის მთავარი აღმასრულებელი და წარმოადგენს კავშირს.

(3) გენერალური დირექტორი იწვევს ყველა შეხვედრას, რომელიც განიხილავს კავშირისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.

(4) (ა) გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მიერ არჩეული შტატის ნებისმიერი წევრი ხმის მიცემის უფლების გარეშე მონაწილეობენ ასამბლეის და მის მიერ დაარსებული კომიტეტებისა და მუშა ჯგუფების ყველა შეხვედრაში და გენერალური დირექტორის მიერ მოწვეულ ნებისმიერ სხვა შეხვედრაში, რომელიც განიხილავს კავშირისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.

(ბ) გენერალური დირექტორი ან გენერალური დირექტორის მიერ არჩეული თანამდებობის პირი არის (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული ასამბლეის, კომიტეტების, მუშა ჯგუფების და სხვა შეხვედრების ex officio მდივანი.

(5) ა) საერთაშორისო ბიურო ასამბლეის ინსტრუქციების შესაბამისად ამზადებს გადასინჯვის კონფერენციებს.

(ბ) საერთაშორისო ბიუროს ამ მზადებასთან დაკავშირებით შეუძლია გამართოს კონსულტაციები სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

(გ) გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მიერ არჩეული პირები გადასინჯვის კონფერენციებზე მონაწილეობას იღებენ დისკუსიებში ხმის მიცემის უფლების გარეშე.

(დ) გენერალური დირექტორი, ან მის მიერ არჩეული შტატის წევრი, არის ნებისმიერი გადასინჯვის კონფერენციის ex officio მდივან