(1) (ა) ნებისმიერ სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც რამდენიმე სახელმწიფომ დააკისრა რეგიონალური პატენტების გაცემის ფუნქცია და რომლის წევრი ყველა სახელმწიფო არის სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო (პარიზი) კავშირის წევრი, შეუძლია გენერალურ დირექტორთან შეიტანოს განცხადება, რომ იგი ცნობს მე-3(1)(ა) მუხლით გათვალისწინებული აღიარების ვალდებულებას, ვალდებულებას, რომელიც შეეხება მე-3(2) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციის, რომელიც გამოიყენება სამრეწველო საკუთრების ყველა სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციისათვის, დებულებების ყველა მიზანს. თუ წინა წინადადებაში აღნიშნული განცხადება შეტანილია მე-16(1) მუხლის შესაბამისად ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, მაშინ აღნიშნული განცხადება მოქმედი გახდება აღნიშნულის ძალაში შესვლის თარიღიდან. თუ აღნუშნული განცხადება შეტანილია ასეთი ძალაში შესვლის შემდეგ, მაშინ მოქმედი გახდება მისი შეტანიდან სამ თვეში, თუ განცხადებაში უფრო გვიანი თარიღი არ არის მითითებული. უკანასკნელ შემთხვევაში განცხადება მოქმედი გახდება ამგვარად მითითებული თარიღიდან.
(ბ) აღნიშნულ ორგანიზაციას აქვს მე-3(1)(ბ) მუხლით გათვალისწინებული უფლება.
(2) თუ ამ ხელშეკრულების ან ინსტრუქციის ნებისმიერი დებულება, რომელიც ვრცელდება სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაზე, გადაისინჯა ან შეიცვალა, ნებისმიერ სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია გაიტანოს (1)-ლი პუნქტით განსაზღვრული საკუთარი განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი ხელშეკრულებით. გატანა ძალაში შედის:
(I) თუ შეტყობინება მიღებულია იმ თარიღამდე, როდესაც გადასინჯვა ან ცვლილება შევიდა ძალაში, ამ თარიღიდან;
(II) თუ შეტყობინება მიღებულია (I)-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრული თარიღის შემდეგ, შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან, ან ასეთი მითითების არ არსებობის შემთხვევაში შეტყობინების მიღების თარიღიდან სამ თვეში.
(3) მე-(2) პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, ნებისმიერი სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია გაიტანოს (1)(ა) პუნქტით განსაზღვრული განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით. გატანა ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან ორ წელიწადში. ამ პუნქტის შესაბამისად გატანის შესახებ არ მიიღება არანაირი შეტყობინება განცხადების ძალაში შესვლის თარიღიდან ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში.
(4) მე-(2) ან მე-(3) პუნქტებში აღნიშნული გატანა სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის შეტყობინებამ მე-(7)(1) მუხლის თანახმად განაპირობა სადეპოზიტო დაწესებულების მიერ საერთაშორისო სადეპოზიტო სტატუსის მოპოვება, გამოიწვევს ასეთი სტატუსის შეწყვეტას გენერალური დირექტორის მიერ გატანის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ.
(5) ნებისმიერი განცხადება, რომელიც განსაზღვრულია (1)(ა) პუნქტით, გატანის შესახებ შეტყობინება, რომელიც აღნიშნულია მე-(2) ან მე-(3) პუნქტში, გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფილია მე-6(1) მუხლის მეორე წინადადებით და შედის მე-7(1)(ა) მუხლის თანახმად წარდგენილ განცხადებაში, მოთხოვნა, რომელიც გაკეთებულია მე-8(1) მუხლის შესაბამისად და გატანის შესახებ შეტყობინება, რომელიც აღნიშნულია მე-8(2) მუხლში, მოითხოვს წინასწარ სპეციალურ დამტკიცებას სამრეწველო საკუთრების იმ სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის უზენაესი მმართველი ორგანოსაგან, რომლის წევრიცაა აღნიშნული ორგანიზაციის ყველა სახელმწიფო და რომელშიც გადაწყვეტილებები მიიღება ასეთ სახელმწიფოთა მთავრობების ოფიციალური წარმომადგენლების მიერ.
ადმინისტრაციული დებულებე