(1) (ა) ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ან სამრეწველო საკუთრების ნებისმიერ სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას შეუძლია მოსთხოვოს ასამბლეის ნებისმიერ ორგანოს შეუწყვიტოს, ან შეზღუდოს განსაზღვრული სახეობის მიკროორგანიზმებით, საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი იმის საფუძველზე, რომ მე-6 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა ან არ კმაყოფილდება. მიუხედავად ამისა, ასეთი მოთხოვნა არ შეიძლება გაკეთდეს მონაწილე სახელმწიფოს ან სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიმართ, რომლისთვის მან გააკეთა მე-7(1)(ა) მუხლით განსაზღვრული განცხადება.

(ბ) (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნის წარდგენამდე მონაწილე სახელმწიფო ან სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია გენერალური დირექტორის შუამავლობით ატყობინებს შეთავაზებული მოთხოვნის მიზეზებს მონაწილე სახელმწიფოს ან სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც გაგზავნა მე-7(1) მუხლში აღნიშნული შეტყობინება ისე, რომ სახელმწიფომ ან ორგანიზაციამ აღნიშნული შეტყობინებების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში შეძლოს სათანადოდ მოქმედება, რათა ნათლად წარმოაჩინოს შეთავაზებული მოთხოვნის საჭიროება.

(გ) თუ ასამბლეა ჩათვლის, რომ მოთხოვნა კარგად არის დასაბუთებული, იგი იღებს გადაწყვეტილებას შეწყვიტოს (ა) ქვეპუნქტში აღნიშნული ორგანოს საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი ან შეზღუდოს განსაზღვრული სახეობის მიკროორგანიზმებით. ასამბლეის მიერ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს, რომ ხმების უმრავლესობის ორი მესამედი მოცემული იყოს მოთხოვნის სასარგებლოდ.

(2) (ა) მონაწილე სახელმწიფოს ან სამრეწველო საკუთრების ორგანიზაციას, რომელმაც წარადგინა მე-7(1)(ა) მუხლით განსაზღვრული განცხადება, გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით შეუძლია გამოითხოვოს თავისი განცხადება მთლიანად ან მხოლოდ განსაზღვრული სახის მიკროორგანიზმების მიმართ და ნებისმიერ შემთხვევაში ამას გააკეთებს მაშინ და იმ ფარგლებში, როცა მისი გარანტიები აღარ მოქმედებს.

(ბ) ასეთი შეტყობინება ინსტრუქციით გათვალისწინებული თარიღიდან, თუ ის ეხება მთელ განცხადებას, იწვევს საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსის შეწყვეტას, ან თუ ის ეხება მხოლოდ განსაზღვრული სახეობის მიკროორგანიზმებს, ასეთი სტატუსის შესაბამის შეზღუდვას.

(3) პროცედურის დეტალები (1)-ლი და მე-(2) პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებულია ინსტრუქციი