ამ ხელშეკრულებისა და ინსტრუქციის მიზნებისათვის
(I) მითითებები „პატენტზე” გაგებულია, როგორც მითითებები გამოგონებების პატენტებზე, საავტორო მოწმობებზე, სარგებლიანობის მოწმობებზე, სასარგებლო მოდელებზე, დამატებით პატენტებზე ან მოწმობებზე, დამატებით საავტორო მოწმობებზე და დამატებით სარგებლიანობის მოწმობებზე;
(II) „მიკროორგანიზმის დეპონირება” იმ კონტექსტის თანახმად, რომელშიც ეს სიტყვები გვხვდება, ნიშნავს ამ ხელშეკრულების და ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელებულ შემდეგ მოქმედებებს: მიკროორგანიზმის გადაგზავნას საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოში, რომელიც იღებს და ცნობს მას, ან საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ ასეთი მიკროორგანიზმის შენახვას, ამ ორივეს აღნიშნულ გადაგზავნას და აღნიშნულ შენახვას;
(III) „საპატენტო პროცედურა” ნიშნავს საპატენტო განაცხადთან ან პატენტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ადმინისტრაციულ ან იურიდიულ პროცედურას;
(IV) „გამოქვეყნება საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის” ნიშნავს საპატენტო განაცხადის ან პატენტის ოფიციალურ გამოქვეყნებას, ან ოფიციალურ გამოფენას საზოგადოების მიერ შესწავლის მიზნით;
(V) „სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია” ნიშნავს ორგანიზაციას, რომელსაც შეტანილი აქვს განცხადება მე-9 (1) მუხლის შესაბამისად;
(VI) ”სამრეწველო საკუთრების უწყება” ნიშნავს მონაწილე სახელმწიფოს ორგანოს ან სამრეწველო საკუთრების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია გასცეს პატენტები;
(VII) „სადეპოზიტო დაწესებულება” ნიშნავს დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს მიკროორგანიზმების მიღებას, ცნობას და შენახვას, აგრეთვე ნიმუშებით მომარაგებას;
(VIII) „საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანო” ნიშნავს სადეპოზიტო დაწესებულებას, რომელმაც მე-7 მუხლის თანახმად მოიპოვა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი;
(IX) „დეპოზიტორი” ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც გადასცემს მიკროორგანიზმს საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს, რომელიც იღებს და ცნობს მას და აღნიშნული ფიზიკური ან იურიდიული პირის ნებისმიერ უფლებამონაცვლეს;
(X) „კავშირი” ნიშნავს 1-ლი მუხლით განსაზღვრულ კავშირს;
(XI) „ასამბლეა” მიშნავს მე-10 მუხლით განსაზღვრულ ასამბლეას;
(XII) „ორგანიზაცია” ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას;
(XIII) „საერთაშორისო ბიური” ნიშნავს ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს და არსებობის მანძილზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაერთიანებულ საერთაშორისო ბიუროს;
(XIV) „გენერალური დირექტორი” ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს;
(XV) „ინსტრუქცია” ნიშნავს მე-12 მუხლით განსაზღვრულ ინსტრუქციას.
დამოუკიდებელი დებულებე