(1) (ა) სადეპოზიტო დაწესებულება მოიპოვებს საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსს გენერალური დირექტორის სახელზე მონაწილე სახელმწიფოს მიერ, რომელიც ტერიტორიაზე არის განთავსებული სადეპოზიტო დაწესებულება, გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების ძალით, რაც მოიცავს გარანტიების განცხადებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დაწესებულება აკმაყოფილებს და შემდეგში დააკმაყოფილებს მე-6(2) მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
(ბ) შეტყობინება აგრეთვე შეიცავს ინფორმაციას სადეპოზიტო დაწესებულების შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებულის შესაბამისად და შეიძლება აღნიშნულ იქნეს თარიღი, რომელიც საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი ძალაში შედის.
(2) (ა) თუ გენერალური დირექტორი ჩათვლის, რომ აღნიშნული შეტყობინება შეიცავს საჭირო განცხადებას და მთელი საჭირო ინფორმაცია მიღებულია, შეტყობინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს მიერ.
(ბ) საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი მოპოვებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან ან, თუ თარიღი მითითებულია (1)(ბ) პუნქტის შესაბამისად და ასეთი თარიღი შეტყობინების გამოქვეყნების თარიღზე უფრო გვიანდელია, მაშინ ამ თარიღიდან.
(3) პროცედურის დეტალები (1)-ლი და მე-(2) პუნქტების შესაბამისად გათვალისწინებულია ინსტრუქციი