(1) ინსტრუქცია ითვალისწინებს წესებს, რომლებიც ეხება:
(I) საკითხებს, რომელთა მიმართ ეს ხელშეკრულება პირდაპირ მიუთითებს ინსტრუქციაზე ან პირდაპირ ითვალისწინებს, რომ ისინი დადგენილია ან დადგენილი იქნება;
(II) ნებისმიერ ადმინისტრაციულ მოთხოვნებს, საკითხებს ან პროცედურებს;
(III) ნებისმიერ დეტალს, რომელიც სასარგებლოა ამ ხელშეკრულების შესრულებისათვის.
(2) ამ ხელშეკრულებასთან ერთად მიღებული ინსტრუქცია თან ერთვის ამ ხელშეკრულებას.
(3) ასამბლეას შეუძლია ინსტრუქციის შეცვლა.
(4) (ა) (ბ) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ინსტრუქციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა საჭიროებს მოცემული ხმების ორ მესამედს.
(ბ) ნებისმიერი ცვლილების მიღება, რომელიც შეეხება საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ დეპონირებული მიკროორგანიზმების ნიმუშების მიწოდებას, მოითხოვს, რომ არცერთმა მონაწილე სახელმწიფომ შეთავაზებულ ცვლილებას არ მისცეს ხმა წინააღმდეგ.
(5) ამ ხელშეკრულების დებულებებსა და ინსტრუქციის დებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ამ ხელშეკრულების დებულებებს.
გადასინჯვა და ცვლილებე