(1) (ა) მე-10 და მე-11 მუხლების შესაცვლელად წინადადება შეიძლება წამოაყენოს ნებისმიერმა მონაწილე სახელმწიფომ ან გენერალურმა დირექტორმა.

(ბ) გენერალური დირექტორი ატყობინებს მონაწილე მხარეებს ასეთი წინადადებების შესახებ, მათი ასამბლეის მიერ განხილვამდე ექვსი თვით ადრე.

(2) (ა) ამ მუხლის (1)-ლ პუნქტში განსაზღვრულ ცვლილებებს იღებს ასამბლეა.

(ბ) მე-10 მუხლის ნებისმიერი ცვლილების მიღება მოითხოვს მოცემული ხმების ოთხ მეხუთედს; მე-11 მუხლის ნებისმიერი ცვლილების მიღება მოითხოვს მოცემული ხმების სამ მეოთხედს.

(3) (ა) (1)-ლ პუნქტში აღნიშნული მუხლების ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ერთ თვეში მას შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი მიიღებს იმ მონაწილე სახელმწიფოების სამი მეოთხედისაგან თანხმობის შესახებ წერილობით შეტყობინებას, რაც ხორციელდება მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად, რომლებიც ასამბლეის მიერ ცვლილების მიღების დროს ასამბლეის წევრები იყვნენ.

(ბ) აღნიშნული მუხლების ამგვარად მიღებული ნებისმიერი ცვლილება სავალდებულოა ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის, რომელიც ასამბლეის მიერ ცვლილების მიღების დროს იყო მონაწილე სახელმწიფო, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც აღნიშნული მონაწილე სახელმწიფოსათვის ქმნის ფინანსურ ვალდებულებას ან ზრდის ასეთ ვალდებულებებს, სავალდებულოა მხოლოდ იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის , რომლებმაც შეატყობინეს თავიანთი თანხმობა ასეთი ცვლილების მიღებაზე.

(გ) ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიღებულია და ძალაში შევიდა (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად , სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსათვის, რომელიც გახდება მონაწილე სახელმწიფო იმ თარიღის შემდეგ, როდესაც ცვლილებას მიიღებს ასამბლეა.

თავი IV

დასკვნითი დებულებე