(1) ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია ამ აქტის დენონსირება გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით.

(2) დენონსირება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ორი წლის შემდეგ.

(3) არცერთი მონაწილე სახელმწიფო არ სარგებლობს (1) პუნქტით გათვალისწინებული დენონსირების უფლებით იმ თარიღიდან, როდესაც იგი გახდა ამ ხელშეკრულების მხარე, ხუთი წლის გასვლამდე.

(4) ამ ხელშეკრულების დენონსირება მონაწილე სახელმწიფოს მიერ, რომელმაც გააკეთა მე-7(1)(ა) მუხლში აღნიშნული განცხადება სადეპოზიტო დაწესებულების მიმართ, რომელმაც ამგვარად მიიღო საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი, იწვევს ასეთი სტატუსის შეწყვეტას იმ დღიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც გენერალური დირექტორი მიიღებს (1)-ლ პუნქტში აღნიშნულ განცხადება