(1) ეს კონვენცია რჩება ძალაში დროითი შეზღუდვის გარეშე.
(2) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ამ აქტის დენონსაცია გენერალური დირექტორისათვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. ასეთი დენონსაცია ასევე განაპირობებს ადრეული აქტების დენონსაციას და ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ეს დენონსაცია, კონვენცია მთლიანად რჩება ძალაში და მოქმედებს კავშირის სხვა ქვეყნების მიმართ.
(3) დენონსაცია ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან ერთი წლის შემდეგ.
(4) ამ მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რომელიმე ქვეყნის მიერ, კავშირში მისი გაწევრიანების თარიღიდან ხუთი წლის გასვლამდ