(1) (a) ამ აქტზე ხელი მოეწერება ერთ პირად ფრანგულ ენაზე და დეპოზიტზე წარედგინება შვედეთის მთავრობას.
(b) ოფიციალური ტექსტი ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, პორტუგალიურ, რუსულ და ესპანურ ენებზე, და სხვა ისეთ ენებზე, რომლებიც შეიძლება განსაზღვროს ასამბლეამ, დგინდება გენერალური დირექტორის მიერ დაინტერესებულ მთავრობებთან კონსულტაციების შემდეგ.
(c) სხვადასხვა ენაზე ტექსტების ინტერპრეტაციის თაობაზე აზრთა განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ფრანგულ ტექსტს.
(2) ეს აქტი ღიაა ხელმოსაწერად 1968 წლის 13 იანვრამდე სტოკჰოლმში.
(3) გენერალური დირექტორი ამ აქტის ხელმოწერილი ტექსტის შვედეთის მთავრობის მიერ დამოწმებულ ორ ასლს უგზავნის კავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობას და მოთხოვნის შემთხვევაში - ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას.
(4) გენერალური დირექტორი ამ აქტის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში.
(5) გენერალური დირექტორი კავშირის ყველა ქვეყნის მთავრობას ატყობინებს ხელმოწერების, რატიფიკაციის ან მიერთების თაობაზე დოკუმენტის დეპოზიტზე წარდგენის და ნებისმიერი იმ განცხადების შესახებ, რომლებსაც შეიცავს ასეთი დოკუმენტები, ან რომლებიც გაკეთებულია მე-20(1)(c) მუხლის შესაბამისად, ამ აქტის ნებისმიერი დებულების ძალაში შესვლის, დენონსაციისა და 24-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული შეტყობინების შესახე