(1) ეს აქტი ცვლის 1883 წლის 20 მარტის პარიზის კონვენციას და მის მომდევნო, გადასინჯვის შედგად მიღებულ აქტებს იმ ქვეყნების ურთიერთობების მიმართ, რომლებზეც იგი ვრცელდება და იმ მოცულობით, რამდენადაც იგი გამოიყენება.
(2) (a) ქვეყნების მიმართ, რომლებზეც ეს აქტი არ ვრცელდება მთლიანობაში, მაგრამ ვრცელდება 1958 წლის 31 ოქტომბრის ლისაბონის აქტი, უკანასკნელი ძალაში რჩება მთლიანობაში ან ისეთი მოცულობით, რომ ეს აქტი არ ცვლის მას (1) პუნქტის საფუძველზე.
(b) ასევე, ქვეყნების მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება არც ეს აქტი, არც მისი ნაწილი, არც ლისაბონის აქტი, ძალაში რჩება 1934 წლის 2 ივნისის ლონდონის აქტი მთლიანობაში ან ისეთი მოცულობით, რომ ეს აქტი არ ცვლის მას (1) პუნქტის საფუძველზე.
(c) ასევე, ქვეყნების მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება არც ეს აქტი, არც მისი ნაწილი, არც ლისაბონის აქტი, არც 1934 წლის 2 ივნისის ლონდონის აქტი, ძალაში რჩება 1925 წლის 6 ნოემბრის ჰააგის აქტი მთლიანობაში ან ისეთი მოცულობით, რომ ეს აქტი არ ცვლის მას (1) პუნქტის საფუძველზე.
(3) კავშირის არაწევრი ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ამ აქტის მონაწილენი იყენებენ მას კავშირის იმ ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობაში, რომელიც არ არის ამ აქტის მონაწილე, ან რომელიც არის ამ აქტის მონაწილე, მაგრამ გააკეთა განცხადება მე-20(1)(b)(i) მუხლის შესაბამისად. ასეთი ქვეყნები აღიარებენ, რომ კავშირის აღნიშნულ ქვეყანას მათთან ურთიერთობაში შეუძლიათ გამოიყენონ იმ ბოლო აქტის დებულებები, რომლის მონაწილეც არის იგ