(1) კავშირის ორ ან მეტ ქვეყანას შორის  ამ  კონვენციის  ინტერპრეტაციის ან გამოყენების თაობაზე ნებისმიერ იმ დავასთან დაკავშირებული სარჩელი, რომელიც მოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდა, დაინტერესებული ქვეყნებიდან ნებისმიერის მიერ შეიძლება შეტანილ იქნეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სასამართლოს შესახებ სტატუტის შესაბამისად მისი წარდგენის გზით, თუ დაინტერესებული ქვეყნები არ შეთანხმდებიან დავის მოგვარების რაიმე სხვა ხერხზე. ქვეყანა, რომელიც სარჩელს წარადგენს სასამართლოში, ამის შესახებ ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს; საერთაშორისო ბიურო იღებს ზომებს, რათა ამ საკითხზე მიაპყროს კავშირის სხვა ქვეყნების ყურადღება.

(2) ამ აქტის ხელმოწერის ან მისი რატიფიკაციის ან მასთან მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტზე წარდგენისას თითოეულ ქვეყანას შეუძლია განაცხადოს, რომ მასზე არ ვრცელდება (1) პუნქტის დებულებები.  ასეთ ქვეყანასა და კავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანას შორის დავასთან დაკავშირებით (1) პუნქტის დებულებები არ გამოიყენება.

(3) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც გააკეთა განცხადება მე-(2) პუნქტის დებულებების შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუძლია გენერალური დირექტორის სახელზე გაგზავნილი შეტყობინებით უკან  გამოითხოვოს განცხადებ