(1) ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მისი რატიფიკაციის ან მიერთების დოკუმენტში განაცხადოს, ან შემდგომში ნებისმიერ დროს წერილობითი შეტყობინებით გენერალურ დირექტორს აცნობოს, რომ ეს კონვენცია მოქმედებს მთელ ტერიტორიაზე ან მის იმ ნაწილზე, რომელზეც მითითებულია განცხადებაში ან შეტყობინებაში და რომლის საგარეო ურთიერთობებზეც იგი არის პასუხისმგებელი.
(2) ნებისმიერ ქვეყანას, რომელმაც გააკეთა ასეთი განცხადება ან გაგზავნა ასეთი შეტყობინება, შეუძლია ნებისმიერ დროს აცნობოს გენერალურ დირექტორს, რომ ეს კონვენცია წყვეტს მოქმედებას მთელ ასეთ ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე.
(3) (a) წინა (1) პუნქტის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ძალაში შედის იმავე თარიღიდან, როდესაც - ის რატიფიკაცია ან მიერთება, რომლის შესაბამისი დეპოზიტზე წარსადგენი დოკუმენტიც შეიცავს ასეთ განცხადებას, ხოლო ამავე პუნქტის მიხედვით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ ამის შესახებ შეტყობინების გავრცელებიდან სამი თვის შემდეგ.
(b) წინა მე-(2) პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი შეტყობინება ძალაში შედის გენერალური დირექტორის მიერ მისი მიღებიდან თორმეტი თვის შემდე