(1) კავშირის არაწევრ ნებისმიერ ქვეყანას, შეუძლია მიუერთდეს ამ აქტს და ამის მეშვეობით გახდეს კავშირის წევრი. მიერთების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტზე წარდგენა ხდება გენერალურ დირექტორთან.
(2) (a) კავშირის არაწევრი ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც მისი მიერთების შესახებ დოკუმენტს დეპოზიტზე წარადგენს ამ აქტის რაიმე დებულებების ძალაში შესვლის თარიღამდე ერთი ან მეტი თვით ადრე, ეს აქტი ძალაში შედის იმ თარიღიდან, როდესაც აღნიშნული დებულებები თავდაპირველად შევიდა ძალაში მე-20(2) (a) ან (b) მუხლის თანახმად, თუ მიერთების დოკუმენტებში უფრო გვიანი თარიღი არ იყო აღნიშნული; იმ პირობით, რომ:
(i) თუ მუხლები 1-დან 12-მდე ამ თარიღისათვის არ არის შესული ძალაში, ასეთ ქვეყანას ამ დებულებათა ძალაში შესვლამდე პერიოდში და მათ სანაცვლოდ ეკისრება ლისაბონის აქტის 1-დან მე- 12-მდე მუხლების ვალდებულებები,(ii) თუ მუხლები მე-13-დან მე-17-მდე ამ თარიღისათვის არ არის შესული ძალაში, ასეთ ქვეყანას ამ დებულებათა ძალაში შესვლამდე პერიოდში და მათ სანაცვლოდ ეკისრება ლისაბონის აქტის მე-13 და მე-14(3), (4) და (5) მუხლების ვალდებულებები
თუ მიერთების დოკუმენტში ქვეყანა უთითებს უფრო გვიან თარიღს, ეს აქტი ამ ქვეყნის მიმართ ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან.
(b) კავშირის არაწევრი ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც მისი მიერთების შესახებ დოკუმენტს დეპოზიტზე წარადგენს თარიღით, რომელიც მოსდევს ან ერთ თვეზე ნაკლები დროით წინ უსწრებს ამაქტის მუხლების ერთი ჯგუფის ძალაში შესვლას, ეს აქტი, (a) ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით, ძალაში შედის სამი თვის შემდეგ თარიღიდან, როდესაც მისი მიერთების შესახებ შეტყობინება გავრცელდა გენერალური დირექტორის მიერ, თუ მიერთების დოკუმენტში უფრო გვიანი თარიღი არ იყო მითითებული. მეორე შემთხვევაში, ეს აქტი ამ ქვეყნის მიმართ ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღიდან.
(3) კავშირის არაწევრი ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც მიერთების შესახებ დოკუმენტს დეპოზიტზე წარადგენს ამ აქტის მთლიანად ძალაში შესვლის შემდეგ, ან ამ თარიღამდე ერთ თვზე ნაკლები დროით ადრე, ეს აქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც მისი მიერთების შესახებ შეტყობინება გავრცელდა გენერალური დირექტორის მიერ, თუ მიერთების დოკუმენტში უფრო გვიანი თარიღი არ იყო მითითებული.
მეორე შემთხვევაში, ეს აქტი ამ ქვეყნის მიმართ ძალაში შედის ამგვარად მითითებული თარიღი