(1) პირველი გენერალური დირექტორის  მიერ  თანამდებობის  დაკავებამდე, ამ აქტში ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროზე ან გენერალურ დირექტორზე მითითება ითვლება მითითებად  კავშირის  ბიუროზე  ან  მის  გენერალურ დირექტორზე   შესაბამისად.

(2) კავშირის ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ აღებული მე-13-დან მე-17-მდე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შეუძლიათ ორგანიზაციის დამფუძნებელი    კონვენციის    ძალაში    შესვლიდან    ხუთი    წლის    გავადაში

სურვილისამებრ, ისარგებლონ, ამ აქტის მე-13-დან მე-17-მდე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით, ისე თითქოს ეს მუხლები მათთვის სავალდებულოა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს ისარგებლოს ასეთი უფლებებით, ამ მიზნით გენერალურ დირექტორს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელიც ძალაში შედის მისი მიღების თარიღიდან. ასეთი ქვეყნები ითვლება ასამბლეის წევრებად აღნიშნული ვადის ამოწურვამდე.

(3) ვიდრე კავშირის ყველა ქვეყანა არ გახდება ორგანიზაციის წევრი, ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო აგრეთვე ფუნქციონირებს, როგორც კავშირის ბიურო, ხოლო გენერალური დირექტორი - როგორც აღნიშნული ბიუროს დირექტორი.

(4) მას შემდეგ, რაც  კავშირის  ყველა  ქვეყანა  გახდება  ორგანიზაციის წევრი, კავშირის ბიუროს უფლებები, მოვალეობები და ქონება გადაეცემა ორგანიზაციის  საერთაშორისო  ბიურო