(1) (ა) როდესაც საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს ნებისმიერი მიზეზით არ შეუძლია დეპონირებული მიკროორგანიზმის ნიმუშის მიწოდება, კერძოდ;
(I) თუ ასეთი მიკროორგანიზმი აღარ არის სიცოცხლისუნარიანი, ან
(II) თუ ნიმუშების მიწოდება მოითხოვს მათ საზღვარგარეთ გაგზავნას, ხოლო საზღვარგარეთ ნიმუშების გაგზავნა ან მიღება აკრძალულია საექსპორტო ან საიმპორტო შეზღუდვების გამო.
ორგანო, მას შემდეგ, რაც შეიტყო მის მიერ ნიმუშების მიწოდების შეუძლებლობა, დაყოვნებლივ აცნობებს დეპოზიტორს ასეთი შეუძლებლობის შესახებ მიზეზით მითითებით და დეპოზიტორის, მე-(2) პუნქტიდან გამომდინარე და ამ პუნქტით გათვალისწინებულის შესაბამისად, პირველად დეპონირებული მიკროორგანიზმის ახალი დეპონირების უფლება აქვს.
(ბ) ახალი დეპონირება ხორციელდება საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოში, სადაც მოხდა თავდაპირველი დეპონირება, იმის გათვალისწინებით, რომ:
(I) ეს ხორციელდება სხვა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ, თუ დაწესებულებას, სადაც განხორციელდა პირველი დეპონირება, შეუწყდა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს სტატუსი, ან მთლიანად ან იმ სახეობის მიკროორგანიზმთა მიმართ, რომელსაც ეკუთვნის დეპონირებული მიკროორგანიზმი, ან თუ საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანო, სადაც განხორციელდა პირველი დეპონირება, დროებით ან სამუდამოდ წყვეტს თავისი ფუნქციების შესრულებას დეპონირებული მიკროორგანიზმების მიმართ;
(II) (ა) (II) ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ეს შეიძლება შესრულდეს სხვა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს მიერ.
(გ) ნებისმიერ ახალ დეპოზიტს თან ერთვის დეპოზიტორის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელიც ასაბუთებს, რომ ხელახლა დეპონირებული მიკროორგანიზმი იგივეა რაც პირველად დეპონირებული ორგანიზმი. თუ დეპოზიტორის დასაბუთება სადავო ხდება, მტკიცების ტვირთის საკითხს არეგულირებს მოქმედი კანონი.
(დ) (ა) ქვეპუნქტიდან (გ) ქვეპუნქტამდე და (ე) ქვეპუნქტიდან გამომდინარე ახალი დეპონირება განიხილება იმგვარად თითოს იგი შესრულდა პირველი დეპონირების თარიღიდან, თუ პირველად დეპონირებული მიკროორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებული ყველა წინა განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიკროორგანიზმი სიცოცხლისუნარიანი იყო და თუ ახალი დეპონირება განხორციელდა დეპოზიტორის მიერ (ა) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში.
(ე) როდესაც გამოიყენება (ბ)(I) ქვეპუნქტი და დეპოზიტორს არ მიუღია (ა) ქვეპუნქტის განსაზღვრული შეტყობინება ექვსი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც (ბ)(I) ქვეპუნქტით განსაზღვრული შეწყვეტა, შეზღუდვა ან შეჩერება გამოქვეყნდა საერთაშორისო ბიუროს მიერ, (დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული სამთვიანი ზღვრული ვადა აითვლება აღნიშნული გამოქვეყნების თარიღიდან.
(2) (1)(ა) პუნქტით განსაზღვრული უფლება არ იარსებებს, თუ დეპონირებული მიკროორგანიზმი გადაეცა სხვა საერთაშორისო სადეპოზიტო ორგანოს, რამდენადაც ამ ორგანოს ძალუძს ასეთი მიკროორგანიზმების ნიმუშების მიწოდებ