(1) [ადმინისტრაციული ამოცანები]
(a) საერთაშორისო რეგისტრაციასა და მასთან დაკავშირებულ მოვალეობებს, ისევე როგორც ყველა სხვა ადმინისტრაციულ ამოცანას, რომელიც შეეხება სპეციალურ კავშირს, ახორციელებს საერთაშორისო ბიურო.
(b) კერძოდ, საერთაშორისო ბიურო ამზადებს შეხვედრებს და უზრუნველყოფს ასამბლეის სამდივნოს და იმ კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ასამბლეის მიერ.
(c) გენერალური დირექტორი არის სპეციალური კავშირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი და წარმოადგენს სპეციალურ კავშირს.
(2) [საერთაშორისო ბიუროს როლი ასამბლეასა და სხვა შეხვედრებზე] გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული ნებისმიერი თანამშრომელი მონაწილეობს ხმის უფლების გარეშე ასამბლეის, ასამბლეის მიერ შექმნილი კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების ყველა შეხვედრაში. ასეთი ორგანოს მდივანს წარმოადგენს გენერალური დირექტორი ან მის მიერ დანიშნული თანამშრომელი, მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად.
(3) [კონფერენციები]
(a) საერთაშორისო ბიურო, ასამბლეის მითითებების შესაბამისად, მოამზადებს ნებისმიერ გადასინჯვის კონფერენციას.
(b) საერთაშორისო ბიუროს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია სამთავრობათაშორისო და საერთაშორისო და ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აღნიშნული კონფერენციის მომზადებასთან დაკავშირებით.
(c) გენერალური დირექტორი და მის მიერ დანიშნული პირები ხმის უფლების გარეშე მონაწილეობენ გადასინჯვის კონფერენციებზე გამართულ განხილვებში.
(4) [სხვა ამოცანები] საერთაშორისო ბიურო ასრულებს წინამდებარე აქტთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ სხვა დავალებებ