(1) [გარდამავალი პერიოდის დადგენის შესაძლებლობა] მე-13 მუხლის შეზღუდვის გარეშე, თუ ხელშემკვრელ მხარეს უარი არ უთქვამს  საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების აღიარებაზე, მესამე მხარის მიერ წინასწარი გამოყენების საფუძვლით, ან გამოიხმო ამგვარი უარი, ან გააგზავნა შეტყობინება დაცვის მინიჭების შესახებ, მას შეუძლია, თუ მისი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, დაადგინოს განსაზღვრული ვადა ასეთი გამოყენების შეწყვეტისთვის, როგორც ეს მითითებულია რეგულაციებში.

(2) [შეტყობინება გარდამავალი პერიოდის შესახებ] ხელშემკვრელი მხარე ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს ნებისმიერი ასეთი პერიოდის შესახებ, რეგულაციებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისა