(1) [ადრინდელი სასაქონლო ნიშნის უფლებები] წინამდებარე აქტის დებულებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადრინდელ სასაქონლო ნიშანს, რომელზეც წარდგენილ იქნა განაცხადი, ან რომელიც რეგისტრირებულ იქნა კეთილსინდისიერად, ან მოპოვებულ იქნა ხელშემკვრელ მხარეში კეთილსინდისიერი გამოყენების გზით. თუ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა ითვალისწინებს შეზღუდულ გამონაკლისს სასაქონლო ნიშნით მინიჭებულ უფლებისგან, რასაც შედეგად მოჰყვება ის, რომ გარკვეულ გარემოებებში, ამგვარ ადრინდელ სასაქონლო ნიშანს არ შეუძლია მისცეს  მის მფლობელს უფლება ხელი შეუშალოს რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისთვის ან გეოგრაფიული აღნიშვნისთვის დაცვის მინიჭებას ან მის გამოყენებას ამ ხელშემკვრელ მხარეში, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა არანაირი სხვა გზით არ  უნდა ზღუდავდეს აღნიშნული სასაქონლო ნიშნით მინიჭებულ უფლებებს.

(2) [კომერციულ საქმიანობაში გამოყენებული პირადი სახელი] წინამდებარე აქტის დებულებები არ ზღუდავს ნებისმიერი პირის უფლებას სავაჭრო საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს თავისი სახელი ან თავისი წინამორბედის სახელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სახელი გამოიყენება ისეთი წესით, რასაც  შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

(3) [მცენარის სახეობის ან ცხოველის ჯიშის დასახელებაზე დაფუძნებული უფლებები] წინამდებარე აქტის დებულებები არ ზღუდავს რომელიმე პირის უფლებას სავაჭრო საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს მცენარის სახეობის ან ცხოველის ჯიშის დასახელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მცენარის სახეობის ან  ცხოველის ჯიშის დასახელება გამოიყენება ისეთი ფორმით, რასაც  შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

(4) [გარანტიები დაცვაზე უარის გამოხმობის ან დაცვის მინიჭების შესახებ შეტყობინების შემთხვევაში], ამ მუხლში მითითებული წესის შესაბამისად, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის ან სხვა უფლების გამოყენების საფუძველზე, თუ ხელშემკვრელმა მხარემ უარი თქვა მე-15 მუხლის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის შედეგებზე, უნდა განაცხადოს აღნიშნული უარის გამოხმობის შესახებ მე-16 მუხლის შესაბამისად, ან დაცვის მინიჭების შესახებ მე-18 მუხლის შესაბამისად. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ასეთი უფლების ან სასაქონლო ნიშნის  გამოყენებას, თუ დაცვა მინიჭებული არ ყოფილა გაბათილების, მოქმედების ვადის გაუგრძელებლობის,  გაუქმების ან ანულირების შემდე