(1) [საერთაშორისო რეგისტრაციის მოსაკრებელი] თითოეული ადგილწარმოშობის დასახელებისა და თითოეული გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაცია ექვემდებარება რეგულაციებში მითითებული მოსაკრებლის გადახდას.

(2) [საერთაშორისო რეესტრში სხვა ჩანაწერების გაკეთების საფასური] რეგულაციები განსაზღვრავს მოსაკრებლებს საერთაშორისო რეესტრში სხვა ჩანაწერების გაკეთებისა და საერთაშორისო რეგისტრაციის შინაარსთან დაკავშირებული ამონაწერების, ცნობების ან სხვა ინფორმაციის მიწოდებისთვის.

(3) [მოსაკრებლის შემცირება] ასამბლეა ადგენს შემცირებულ მოსაკრებელს ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნების ცალკეული საერთაშორისო რეგისტრაციებისთვის, კერძოდ, იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენს განვითარებად ქვეყანას ან ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას.

(4) [ინდივიდუალური მოსაკრებელი]

(a) ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განაცხადის წარდგენის გზით აცნობოს გენერალურ დირექტორს, რომ საერთაშორისო რეგისტრაციით გათვალისწინებული დაცვა მის მიმართ გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდილ იქნება მოსაკრებელი საერთაშორისო რეგისტრაციის არსობრივი ექსპერტიზის ხარჯების დასაფარად. ასეთი ინდივიდუალური მოსაკრებლის ოდენობა მითითებული უნდა იქნეს განაცხადში  და შეიძლება შეიცვალოს შემდგომი განაცხადებით. აღნიშნული თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს  ხელშემკვრელი მხარის ეროვნული ან რეგიონული კანონმდებლობით დაწესებული თანხის ეკვივალენტს, რომელიც შემცირებულია საერთაშორისო პროცედურის შედეგად დაზოგილი ოდენობით. გარდა ამისა, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განაცხადის წარდგენის გზით აცნობოს გენერალურ დირექტორს, რომ ის მოითხოვს ადმინისტრაციული მოსაკრებლის გადახდას, რომელიც დაკავშირებულია ამ ხელშემკვრელ მხარეში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ბენეფიციარების მიერ გამოყენებასთან.

(b) ინდივიდუალური მოსაკრებლის გადაუხდელობა, რეგულაციების შესაბამისად,  დაცვაზე უარის თქმის ტოლფასია იმ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში, რომელიც მოითხოვს მოსაკრებლის გადახდა