(1) [საერთაშორისო ბიუროს მიერ ჩატარებული ფორმალური ექსპერტიზა] ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ განაცხადის სათანადო ფორმით მიღებისას, როგორც ეს გათვალისწინებულია რეგულაციებით, საერთაშორისო ბიურო ადგილწარმოშობის დასახელებას ან გეოგრაფიულ აღნიშვნას დაარეგისტრირებს საერთაშორისო რეესტრში.

(2) [საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი] პუნქტი (3) გათვალისწინებით, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი არის საერთაშორისო ბიუროს მიერ განაცხადის მიღების თარიღი.

(3) [საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი მონაცემების არარსებობის შემთხვევაში] თუ განაცხადი არ შეიცავს ქვემოთ მოცემულ ყველა მონაცემს:

(i) კომპეტენტური ორგანოს დასახელება ან მუხლი 5 (3) შემთხვევაში - განმცხადებლის ან განმცხადებლების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

(ii) ბენეფიციარებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მუხლი 5 (2) (ii) მითითებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

(iii) ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლისთვისაც მოითხოვება საერთაშორისო რეგისტრაცია;

(iv) მონაცემები რომელიმე საქონლის ან საქონელთა ჯგუფის შესახებ, რომელთან მიმართებაშიც გამოიყენება ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;

საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღს წარმოადგენს საერთაშორისო ბიუროს მიერ ბოლო გამოტოვებული  მონაცემის მიღების თარიღი;

(4) [საერთაშორისო რეგისტრაციების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და შეტყობინება] საერთაშორისო ბიურო დაუყოვნებლივ აქვეყნებს ინფორმაციას თითოეული საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ  და  თითოეული ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ.

(5) [საერთაშორისო რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი]

(a) (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დაცული უნდა იქნეს საერთაშორისო რეგისტრაციის დღიდან თითოეულ იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელსაც უარი  არ უთქვამს დაცვაზე მე-15 მუხლის შესაბამისად, ან რომელმაც  საერთაშორისო ბიუროს გაუგზავნა შეტყობინება დაცვის მინიჭების შესახებ მე-18 მუხლის შესაბამისად.

(b) ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განაცხადის მეშვეობით აცნობოს გენერალურ დირექტორს იმის შესახებ, რომ თავისი ეროვნული ან რეგიონული კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა დაცულია განაცხადში მითითებული თარიღიდან,  რომელიც  არ უნდა იყოს უფრო გვიანდელი, ვიდრე უარისთვის დადგენილი ვადის ბოლო დღე, რომელიც განისაზღვრება რეგულაციებში მუხლი 15 (1) (a) შესაბამისა