წინამდებარე აქტის მიზნებისათვის, თუ სხვაგვარად პირდაპირ არ არის მითითებული:

(i) „ლისაბონის შეთანხმება“ ნიშნავს 1958 წლის 31 ოქტომბრის ლისაბონის შეთანხმებას ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ;

(ii) „1967 წლის აქტი“ ნიშნავს ლისაბონის შეთანხმებას, რომელიც გადასინჯულია სტოკჰოლმში, 1967 წლის 14 ივლისს და შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს;

(iii) „წინამდებარე აქტი“ ნიშნავს ლისაბონის შეთანხმებას ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ, როგორც ეს დადგენილია წინამდებარე აქტით;

(iv) „რეგულაციები“ ნიშნავს 25-ე მუხლში მითითებულ რეგულაციებს;

(v) „პარიზის კონვენცია“ ნიშნავს 1883 წლის 20 მარტის სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ პარიზის კონვენციას, მასში შეტანილი ცვლილებებითა და შესწორებებით;

(vi) „ადგილწარმოშობის დასახელება“ ნიშნავს 2(1)(i) მუხლში მითითებულ დასახელებას;

(vii) „გეოგრაფიული აღნიშვნა“ ნიშნავს  2(1)(ii) მუხლში მითითებულ აღნიშვნას;

(viii) „საერთაშორისო რეესტრი“ ნიშნავს საერთაშორისო რეესტრს, რომელსაც აწარმოებს საერთაშორისო ბიურო მე-4 მუხლის შესაბამისად, როგორც მონაცემების ოფიციალურ კრებულს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის საშუალებებში ინახება ასეთი მონაცემები;

(ix) „საერთაშორისო რეგისტრაცია“ ნიშნავს საერთაშორისო რეგისტრაციას, რომელიც დაფიქსირებულია საერთაშორისო რეესტრში;

(x) „განაცხადი“ ნიშნავს საერთაშორისო რეგისტრაციისთვის შეტანილ განაცხადს;

(xi) „რეგისტრირებული“ ნიშნავს წინამდებარე აქტის შესაბამისად საერთაშორისო რეესტრში შეტანილ ჩანაწერს;

(xii) „წარმოშობის გეოგრაფიული ადგილი“ ნიშნავს  2(2) მუხლში მითითებულ გეოგრაფიულ ადგილს;

(xiii) „ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული ადგილი“ ნიშნავს გეოგრაფიულ ადგილს, რომელიც მდებარეობს ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე ან მოიცავს, ესაზღვრება მას;

(xiv) „ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ამ აქტის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას;

(xv) „წარმოშობის ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, სადაც მდებარეობს წარმოშობის გეოგრაფიული ადგილი ან ხელშემკვრელ მხარეებს, სადაც მდებარეობს წარმოშობის ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული ადგილი;

(xvi) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ სუბიექტს;

(xvii) „ბენეფიციარები“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც უფლება აქვთ წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;

(xviii) „სამთავრობათშორისო ორგანიზაცია“ ნიშნავს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია გახდეს წინამდებარე აქტის მხარე 28(1)(iii) მუხლის შესაბამისად;

(xix) „ორგანიზაცია“ ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას;

(xx) „გენერალური დირექტორი“ ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს;

(xxi) „საერთაშორისო ბიურო“ ნიშნავს ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო