(1) [დამოკიდებულება] საერთაშორისო რეგისტრაცია მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, ამასთან, მოიაზრება, რომ რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ვალდებულება აღარ წარმოიშობა, თუ დასახელება, რომელიც წარმოადგენს ადგილწარმოშობის დასახელებას, ან აღნიშვნა, რომელიც წარმოადგენს გეოგრაფიულ აღნიშვნას, აღარ არის დაცული წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში.

(2) [გაუქმება]

(a) წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ან 5 (3) მუხლის შემთხვევაში, ბენეფიციარებს ან 5(2)(ii) მუხლში მითითებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ან წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს საერთაშორისო ბიუროს შესაბამისი საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმება.

(b) იმ შემთხვევაში, თუ დასახელება, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებას, ან აღნიშვნა, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნას, აღარ არის დაცული წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში, წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო მოითხოვს საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმებას.

თავი III

დაც