თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაიცავს რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებს თავის ტერიტორიაზე, თავისი სამართლებრივი სისტემისა და პრაქტიკის ფარგლებში, ამასთანავე, წინამდებარე აქტის პირობების შესაბამისად, დაცვის უზრუნველყოფაზე ნებისმიერი უარის, დაცვაზე უარის თქმის, დაცვის არაკანონიერად გამოცხადების ან გაუქმების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება ძალაში შევიდეს მის ტერიტორიასთან მიმართებაში, და იმ ურთიერთშეთანხმებაზე დაყრდნობით, რომ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც თავიანთ  ეროვნულ ან რეგიონულ კანონმდებლობაში ერთმანეთისგან არ განასხვავებენ ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებს, არ მოეთხოვებათ ამგვარი განსხვავების დაწესება თავიანთ ეროვნულ ან რეგიონულ კანონმდებლობაშ