(1) [სამართლებრივი დაცვის ფორმა] თითოეული ხელშემკვრელი მხარე დამოუკიდებლად ირჩევს კანონმდებლობის ტიპს, რომლის მეშვეობითაც ის უზრუნველყოფს წინამდებარე აქტით გათვალისწინებულ დაცვას, იმ პირობით, რომ ეს კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს წინამდებარე აქტით გათვალისწინებულ არსებით მოთხოვნებს.
(2) [დაცვა სხვა დოკუმენტების შესაბამისად] წინამდებარე აქტის დებულებები არანაირ ზემოქმედებას არ იქონიებს სხვა სახის დაცვაზე, რომლის უზრუნველყოფაც შეუძლია ხელშემკვრელ მხარეს რეგისტრირებულ წარმოშობის დასახელებებთან ან რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან მიმართებაში თავისი ეროვნული ან რეგიონული კანონმდებლობის ან სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად.
(3) [სხვა დოკუმენტებთან მიმართება] წინამდებარე აქტის არცერთი პუქტი არ ამცირებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს აკისრიათ ერთმანეთის მიმართ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო დოკუმენტის საფუძველზე, და ასევე არ ზღუდავს ნებისმიერ უფლებას, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია სხვა საერთაშორისო დოკუმენტის შესაბამისა