(1) [განაცხადის წარდგენის ადგილი] განაცხადები წარედგინება საერთაშორისო ბიუროს.
(2) [კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი განაცხადი] პუნქტი (3) მიხედვით, განაცხადი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ წარედგინება კომპეტენტური ორგანოს მიერ:
(i) ბენეფიციარების სახელით; ან
(ii) იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით, რომელიც, წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, სარგებლობს სამართლებრივი უფლებამოსილებით დაიცვას ბენეფიციართა უფლებები ან ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები.
(3) [პირდაპირ შეტანილი განაცხადი]
(a) პუნქტი (4) შეუზღუდავად, თუ წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით ნებადართულია, განაცხადი შეიძლება შეიტანონ ბენეფიციარებმა ან (2) (ii) პუნქტში მითითებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა;
(b) (a) ქვეპუნქტი გამოიყენება, თუ არსებობს ხელშემკვრელი მხარის განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნებადართულია თავისი კანონმდებლობით. ასეთი განცხადება შეიძლება გაკეთდეს ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის მომენტში ან შემდგომში, ნებისმიერ დროს. თუ განცხადება გაკეთდება სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის მომენტში, ის ძალაში შევა ამ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში წინამდებარე აქტის ძალაში შესვლისთანავე. თუ განცხადება გაკეთდება ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში წინამდებარე აქტის ძალაში შესვლის შემდეგ, ის ძალაში შევა გენერალური დირექტორის მიერ განცხადების მიღების დღიდან სამი თვის შემდეგ.
(4) [შესაძლო ერთობლივი განაცხადი ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული ადგილის შემთხვევაში] წარმოშობის გეოგრაფიული ადგილის შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიულ ადგილს, მოსაზღვრე ხელშემკვრელ მხარეებს, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, შეუძლიათ შეიტანონ ერთობლივი განაცხადი ერთობლივად განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით.
(5) [სავალდებულო მონაცემები] რეგულაციებით განისაზღვრება განაცხადში შესატანი სავალდებულო მონაცემები, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც მითითებულია 6 (3) მუხლში.
(6) [არასავალდებულო მონაცემები] რეგულაციებით შეიძლება განისაზღვროს განაცხადში შესატანი არასავალდებულო მონაცემებ