(1) [ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები] წინამდებარე აქტი გამოიყენება შემდეგთან მიმართებაში:

(i) წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში დაცული ნებისმიერი დასახელება, რომელიც წარმოადგენს ან შეიცავს გეოგრაფიული ადგილის სახელს ან სხვა დასახელება, რომელიც ცნობილია როგორც მითითება ამგვარ ადგილზე და რომელიც აღნიშავს, რომ საქონელი წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან, თუ საქონლის ხარისხი ან მახასიათებლები ექსკლუზიურად ან არსებითად  განპირობებულია გეოგრაფიული გარემოთი, მათ შორის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით, და რომელმაც საქონელს შეუქმნა თავისი რეპუტაცია; ისევე, როგორც

(ii) წარმოშობის ხელშემკვრელ მხარეში დაცული ნებისმიერი აღნიშვნა, რომელიც წარმოადგენს ან შეიცავს გეოგრაფიული ადგილის სახელს ან სხვა აღნიშვნა, რომელიც ცნობილია როგორც მითითება ამგვარ ადგილზე, და რომელიც აიდენტიფიცირებს საქონელს, როგორც წარმოშობილს ამგვარი გეოგრაფიული ადგილიდან, თუ საქონლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებელი არსებითად განპირობებულია მისი გეოგრაფიული წარმოშობით.

(2) [წარმოშობის შესაძლო გეოგრაფიული ადგილები] წარმოშობის გეოგრაფიული ადგილი, როგორც ის განსაზღვრულია (1) პუნქტში, შეიძლება მოიცავდეს წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის მთელ ტერიტორიას ან წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის რეგიონს, რაიონს ან ადგილს. ეს არ გამორიცხავს წინამდებარე აქტის გამოყენებას წარმოშობის გეოგრაფიულ ადგილთან  მიმართებაში, როგორც ის განსაზღვრულია (1) პუნქტში, რომელიც მოიცავს ტრანსსასაზღვრო გეოგრაფიული ადგილის მთლიან ტერიტორიას ან მის ნაწილ