(1)(a)  კავშირის  საქმიანობასთან  დაკავშირებული  ადმინისტრაციული  ამოცანები ხორციელდება საერთაშორისო ბიუროს მიერ, რომელიც არის კავშირის ბიუროსა და სამრეწველო საკუთრების  დაცვის  საერთაშორისო  კონვენციით  დაარსებული  კავშირის  ბიუროს  მემკვიდრე.

(b) კერძოდ, საერთაშორისო  ბიურო  ასრულებს  კავშირის  სხვადასხვა  ორგანოს  სამდივნოს ფუნქციებს.

(c)  ორგანიზაციის   გენერალური   დირექტორი   არის   კავშირის   მთავარი   აღმასრულებელი პირი და წარმოადგენს კავშირს.

(2) საერთაშორისო ბიურო აგროვებს და აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ეხება საავტორო უფლებების დაცვას. კავშირის თითოეული ქვეყანა დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო ბიუროს ყველა ახალი კანონის ტექსტსა და ოფიციალურ ტექსტს, რომელიც შეეხება საავტორო უფლებების დაცვას.

(3) საერთაშორისო ბიურო გამოსცემს ყოველთვიურ ჟურნალს.

(4) საერთაშორისო  ბიურო, მოთხოვნის  საფუძველზე, აწვდის  კავშირის  ნებისმიერ  ქვეყანას ინფორმაციას  საავტორო  უფლებების  დაცვასთან  დაკავშირებული საკითხების შესახებ.

(5) საერთაშორისო  ბიურო  ატარებს  კვლევებსა  და  უზრუნველყოფს  მომსახურებას  საავტორო უფლებების  დაცვის  გაადვილების  ხელშეწყობის  მიზნით.

(6) გენერალური დირექტორი და ნებისმიერი მის მიერ დანიშნული თანამშრომელი მონაწილეობას იღებს ხმის უფლების გარეშე ასამბლეის, აღმასრულებელი  კომიტეტისა  და ექსპერტთა ნებისმიერი სხვა კომიტეტის ან მუშა ჯგუფის ყველა  სხდომაში.  გენერალური დირექტორი  ან  მის მიერ  დანიშნული  თანამშრომელი  არის  ამ  ორგანოების  "ex officio" მდივანი.

(7)(a) საერთაშორისო ბიურო, ასამბლეის მითითებების შესაბამისად და აღმასრულებელ კომიტეტთან  თანამშრომლობით,   ამზადებს   კონფერენციებს   კონვენციის   დებულებათა გადასინჯვის  თაობაზე, გარდა  22_26 მუხლებისა.

(b) საერთაშორისო  ბიუროს  შეუძლია  ჩაატაროს  კონსულტაციები  სამთავ-რობათაშორისო  და საერთაშორისო    არასამთავრობო    ორგანიზაციებთან    გადასინჯვასთან    დაკავშირებული კონფერენციების  მომზადების  თაობაზე.

(c) გენერალური  დირექტორი  და  მის  მიერ  დანიშნული  პირები  მონაწილეობას  იღებენ  ამ კონფერენციების  მუშაობაში  ხმის  უფლების  გარეშე.

(8) საერთაშორისო ბიურო ასრულებს მასზე  დაკისრებულ  ნებისმიერ სხვა  ამოცანებ