(1)(a) კავშირს აქვს ბიუჯეტი.
(b) კავშირის ბიუჯეტი შედგება საკუთრივ კავშირის შემოსავლებისა და გასავლებისაგან, მისი შესატანისაგან კავშირებისათვის საერთო ხარჯვითი ნაწილის ბიუჯეტში და აგრეთვე, შესაბამის შემთხვევებში, ანარიცხებისაგან ორგანიზაციის კონფერენციის ბიუჯეტში.
(c) კავშირებისათვის საერთო გასავლად ითვლება ხარჯები, რომლებიც არ ეკუთვნის მხოლოდ ამ კავშირს, არამედ ერთდროულად ეკუთვნის კიდევ ერთ ან მეტ კავშირს, რომელთა ადმინისტრირებასაც ახორციელებს ორგანიზაცია. კავშირის წილი საერთო გასავლებში პროპორციულია მისი წილისა აღნიშნულ ხარჯებში.
(2) კავშირის ბიუჯეტი მიიღება ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული სხვა კავშირების ბიუჯეტებთან კოორდინაციის მოთხოვნის სათანადო გათვალისწინებით.
(3) კავშირის ბიუჯეტის ფინანსირების წყაროებია:
(i) კავშირის ქვეყნების შესატანები;
(ii) საფასურები და გადასახადები სერთაშორისო ბიუროს მიერ გაწეული კავშირთან დაკავშირებული მომსახურებისთვის;
(iii) კავშირთან დაკავშირებული საერთაშორისო ბიუროს პუბლიკაციების, გაყიდვისა და მათზე უფლებების გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავლები;
(iv) საჩუქრები, ანდერძით დატოვებული სახსრები და სუბსიდიები;
(v) რენტები, პროცენტები და სხვადასხვა შემოსავალი.
(4) იმისათვის, რომ განისაზღვროს მისი შესატანი ბიუჯეტში, კავშირის თითოეული ქვეყანა მიეკუთვნება გარკვეულ კლასს და წლიურ შესატანს იხდის ქვემოთ მოყვანილი ერთეულების რიცხვების საფუძველზე:
I
კლასი
. . . . . . . . .
25
II
კლასი
. . . . . . . . .
20
III
კლასი
. . . . . . . . .
15
IV
კლასი
. . . . . . . . .
10
V
კლასი
. . . . . . . . .
5
VI
კლასი
. . . . . . . . .
3
VII
კლასი
. . . . . . . . .
1
(b) თითოეული ქვეყანა, თუ ადრე ეს არ გაუკეთებია, რატიფიკაციის ან შეერთების აქტის დეპონირებასთან ერთად მიუთითებს კლასს, რომელსაც სურს, რომ ეკუთვნოდეს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია შეცვალოს კლასი. თუ ქვეყანა ირჩევს უფრო დაბალ კლასს, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ასამბლეას მის ერთ-ერთ რიგით სესიაზე. ნებისმიერი ასეთი შესწორება ძალაში შედის მითითებული სესიის მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისიდან.
(c) თითოეული ქვეყნის წლიური შესატანის ოდენობა ტოლია სიდიდისა, რომელიც ისევე შეეფარდება კავშირის ბიუჯეტში ყველა ქვეყნის მიერ შესატანების ჯამს, როგორც მისი ერთეულების რაოდენობა შეეფარდება ყველა გადამხდელი ქვეყნის ერთეულების საერთო რაოდენობას.
(d) შესატანები უნდა იქნეს გადახდილი ყოველი წლის პირველი იანვრიდან.
(e) ქვეყანა, რომელსაც აქვს დავალიანება შესატანების გადახდაში, კარგავს ხმის უფლებას კავშირის ყველა ორგანოში, რომლის წევრიცაა, თუ მისი დავალიანების ოდენობა ტოლია ან მეტი გასული ორი სრული წლის განმავლობაში მის მიერ გადასახდელი შესატანებისა. თუმცა, კავშირის ნებისმიერ ორგანოს შეუძლია ნება დართოს ასეთ ქვეყანას ამ ორგანოში გააგრძელოს ხმის უფლებით სარგებლობა იმ შემთხვევაში და მანამ, ვიდრე დარწმუნებულია, რომ გადახდის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული და გარდაუვალი გარემოებების გამო.
(f) თუ ბიუჯეტი არ არის მიღებული ახალი საფინანსო პერიოდის დაწყებამდე, საფინანსო რეგლამენტის შესაბამისად, იგი არის წინა წლის ბიუჯეტის დონეზე.
(5) საფასურებისა და გადასახადების ოდენობას, რომელსაც იღებს საერთაშორისო ბიურო კავშირთან დაკავშირებით გაწეული მომსახურებისთვის, ადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ამის შესახებ მოახსენებს ასამბლეასა და აღმასრულებელ კომიტეტს.
(6)(a) კავშირს აქვს საბრუნავი სახსრების ფონდი, რომელიც შედგება კავშირის თითოეული ქვეყნის მიერ შემოტანილი ერთჯერადი გადასახადისგან. თუ საბრუნავი სახსრების ფონდი არასაკმარისია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას მისი გაზრდის შესახებ.
(b) აღნიშნულ ფონდში თითოეული ქვეყნის თავდაპირველი გადასახადის ოდენობა ან მისი წილი ამ ფონდის გაზრდაში პროპორციულია ამ ქვეყნის შესატანისა იმ წლისათვის, როდესაც დაარსდა ფონდი ან მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი გაზრდის შესახებ.
(c) ამ გადასახადის პროპორციასა და გადახდის პირობებს ადგენს ასამბლეა გენერალური დირექტორის წინადადებით მას შემდეგ, რაც იგი მოისმენს ორგანიზაციის საკოორდინაციო კომიტეტის აზრს.
(7)(a) შეთანხმებაში შტაბ-ბინის თაობაზე, რომელიც იდება იმ ქვეყანასთან, რომლის ტერიტორიაზეც ორგანიზაციას აქვს შტაბ-ბინა, გათვალისწინებულია, რომ როდესაც საბრუნავი სახსრების ფონდი არასაკმარისი აღმოჩნდება, ეს ქვეყანა გაიღებს ავანსებს. ამ ავანსების თანხა და გაცემის პირობები, თითოეულ შემთხვევაში, წარმოადგენს განსაკუთრებული შეთანხმებების საგანს ასეთ ქვეყანასა და ორგანიზაციას შორის. ვიდრე ამ ქვეყანას დაკისრებული აქვს ავანსების გაცემის ვალდებულება, მას "ex officio" აქვს ერთი ადგილი აღმასრულებელ კომიტეტში.
(b) როგორც (a) ქვეპუნქტში დასახელებულ ქვეყანას, ისე ორგანიზაციას აქვს უფლება წერილობითი შეტყობინებით განახორციელოს ავანსების გაცემის ვალდებულების დენონსირება. დენონსაცია ძალაში შედის სამი წლის შემდეგ იმ წლის დასასრულიდან, როდესაც მოხდა შეტყობინება.
(8) ანგარიშების რევიზია ხორციელდება საფინანსო რეგლამენტის შესაბამისად, კავშირის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის ან გარე აუდიტორების მიერ, რომლებსაც მათივე თანხმობით ნიშნავს ასამბლეი